|
2017-04-27 12:07:03, 2112 ნახვა
სამართალი კომენტარი
ნათია გედენიძე: მრცხვენია, ბრალდებულს თვალებში შევხედო, ვიცი, ჩემი ნახევრად შიშველი ფოტო აქვს ნანახი
ფოტოგრაფ ნათია გედენიძის განცხადებით, 2011 წელს მისთვის უცნობი იყო თუ რა ბრალდებით მოხდა, დაკავება, - ამის შესახებ ნათია გედენიძემ კონტრდაზვერვის დეპარტამენტის წარმომადგენლის, დავით დევნოზაშვილის საქმის განხილვისას საქალაქო სასამართლოში განაცხადა. გედენიძის ინფორმაციით, ე.წ. მოდულის შენობაში მასთან შევიდა უცნობი ადვოკატი ქალი, რომელმაც უთხრა, რომ ქურციკიძე და აბდალაძეც დაკავებულები იყვნენ. „ამის შემდეგ მივხვდი, რომ დაკავება გარკვეულ ფოტოგრაფიულ საქმიანობას უკავშირდებოდა, თუმცა ვერ მივხვდი რას. ეს ადვოკატი მერე აღარ შემოსულა, რომ რამე დამატებით გამეგო“, - აღნიშნა გედენიძემ. ფოტოგრაფმა დავით დევნოზაშვილთან დაკავების იზოლატორში საუბარი დეტალურად გაიხსენა. „ახლაც მრცხვენია, რომ ბრალდებულს, რომელიც სასამართლო დარბაზში ზის, თვალებში შევხედო, რადგან ვიცი, მას ჩემი ქმრის მიერ გადაღებული, ჩემი ნახევრად შიშველი ფოტო აქვს ნანახი. ეს თვითონ მითხრა დაკავების იზოლატორში. მითხრა, რომ ბრალი უნდა მეღიარებინა, თუ არადა ეს ფოტო საჯარო გახდებოდა და ამით მიაღწიეს აღიარებით ჩვენებას. ძალიან რთულია, როდესაც ვიცოდი, რომ ეს ფოტო ნახა უამრავმა კაცმა მოდულში ძალიან მიჭირს ამაზე საუბარი. ეს ფოტო ჩემი და ჩემი მეუღლის ძალიან პირადი ფოტოა“, - განაცხადა ნათია გედენიძემ. მისივე განმარტებით, ამის შემდეგ უნდა დაფიქრებულიყო აღიარებითი ჩვენების მიცემაზე. „მე არ ვიცოდი, რისთვის ვიყავი დაკავებული და არ ვიცოდი, რა უნდა მეღიარებინა. მერე მომაწოდეს ფურცელი, სადაც ეწერა, რომ ვითომ ირაკლიმ წინა დღეებში მითხრა, რომ შარში ვარო. მე ამას შევეწინააღმდეგე. დამთანხმდნენ ამ სიტყვების ამოღებაზე. დანარჩენი ტექსტი კი დამაზეპირებინეს და გამიყვანეს კამერასთან. იქ იყო შოთა ხიზანიშვილი. იდგა კამერის უკან, სადღაც, კედელთან. იქცეოდა, როგორც პროდიუსერი. აკვირდებოდა ამ პროცესს. ეს დაზეპირებული ჩვენება რამდენიმე ცდის შემდეგ გამართულად ჩავწერე. ამ დროს მომესმა ფრაზა, ვიღაცამ ტელეფონით ვიღაცას უთხრა, ქალი ყოჩაღადაა, კაცი გვაწვალებსო“, - განაცხადა გედენიძემ. ცნობისთვის, დღევანდელი პროცესი უკვე დასრულდა. სასამართლო სხდომა ხვალ ნათია გედენიძის მეუღლის, ირაკლი გედენიძის დაკითხვით განახლდება. შეგახსენებთ, რომ პროკურატურამ აღნიშნული საქმე 2016 წლის ივნისში გახსნა. სამსახურეობრივი უფლებამოსილების გადამეტების ფაქტზე კონტრდაზვერვის ყოფილი უფროსის ყოფილი მოადგილე დავით დევნოზაშვილია დაკავებული. ასევე, სისხლის სამართლის პასუხისგებაში სასჯელაღსრულების გლდანის მე-8 დაწესებულების ყოფილი დირექტორი ალექსანდრე მუხაძეა მიცემული, რომელიც ამჟამად წითელი ცირკულარით იძებნება.
სი ძინპინმა განაცხადა, რომ ჩინეთ-ჩრდილოეთ კორეის ურთიერთობები ახალ ისტორიულ ეტაპზე შევიდა
AI განათლება მომავლის შესაძლებლობებისთვის: თიბისისა და GAIA-ს ერთობლივი ინიციატივები
სტუდიო ლიბერთი Global Tech Weekend Tbilisi 2026-ის მთავარი პარტნიორია
მოსკოვში ავტომობილის აფეთქების შედეგად მოკლული გენერალი დამირ დავიდოვია, რომელიც სარაკეტო და არტილერიის დირექტორატის ხელმძღვანელობდა
|
რედაქტორის რჩევით
რატომ ასამარებს ივანიშვილის რეჟიმი საქართველოს განათლების მყიფე რეპუტაციას, ბარიერები უცხოელი სტუდენტებისთვის
პოლიციის მიერ გორში ნაცემ ახალგაზრდებს საქმეზე საუბარი შანტაჟით აუკრძალეს, გაუთქმელობაზე მოაწერინეს ხელი ადვოკატსაც
ომი უკრაინაში
უკრაინაში რუსული არმია დღეში 300 ადამიანს კარგავს
რუსეთის არმიამ ხარკოვი დრონებითა და რაკეტებით დაბომბა, სამი ადამიანი დაიღუპა და 20-ზე მეტი დაშავდა.
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
ივანიშვილის პარლამენტში თავისუფალი და კრიტიკული მედიის და ჟურნალისტების აკრედიტაცია შეუძლებელი ხდება
დღის თემა
რატომ ასამარებს ივანიშვილის რეჟიმი საქართველოს განათლების მყიფე რეპუტაციას, ბარიერები უცხოელი სტუდენტებისთვის
მთავარი თემა
|


ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან



epn.ge (@expressnews.ge)