|
2017-04-27 10:48:02, 2264 ნახვა
სამართალი
შსს-მ დმანისში განსაკუთრებით დიდი ოდენობით ჰეროინი ამოიღო
შინაგან საქმეთა სამინისტროს ქვემო ქართლის პოლიციის დეპარტამენტის დმანისის რაიონული სამმართველოს თანამშრომლებმა, ოპერატიული ინფორმაციის საფუძველზე ჩატარებული საგამოძიებო მოქმედებების შედეგად, 1976 წელს დაბადებული, წარსულში მრავალჯერ ნასამართლევი ტ.რ. განსაკუთრებით დიდი ოდენობით ნარკოტიკული საშუალების უკანონო შეძენა-შენახვის და გადაზიდვის ბრალდებით დააკავეს. სამართალდამცველებმა ბრალდებული თბილისი-გუგუთის საავტომობილო გზაზე იმ დროს დააკავეს, როდესაც იგი საკუთარი ავტომანქანით დმანისიდან მარნეულის მიმართულებით გადაადგილდებოდა. პოლიციამ, დაკავებულის პირადი ჩხრეკისას, 0,13 გრამი ჰეროინის შემცველი ნარკოტიკული ნივთიერება ამოიღო. ბრალდებულის სახლის ჩხრეკისას კი, ნივთმტკიცებად ამოღებულია 15 შეკვრად დაფასოებული 6,0509 გრამი ჰეროინის შემცველი ნარკოტიკი და 10,0445 გრამი ჰეროინის შემცველი ნარკოტიკული ნივთიერება. სულ ამოღებულია 16,29617 გრამი ჰეროინი. ნარკოლოგიური შემოწმების შედეგად დადგინდა, რომ ტ.რ. დაკავებისას ნარკოტიკული საშუალებების ზემოქმედების ქვეშ იმყოფებოდა. ბრალდებული ჩადენილ დანაშაულს აღიარებს. გამოძიება განსაკუთრებით დიდი ოდენობით ნარკოტიკული საშუალების უკანონო შეძენა-შენახვის და გადაზიდვის ფაქტზე მიმდინარეობს (საქართველოს სსკ-ს 260-ე მუხლის მე-6 ნაწილის „ა“ ქვეპუნქტით).
კიდევ ხუთმა რეგიონში დაიწყო მამაკაცების დაკავება იძულებითი გაწვევისთვის
ნატოს თვითმფრინავებმა კალინინგრადის მახლობლად ოპერაცია ჩაატარეს
სუს: 2025 წლის 17 აგვისტოს სოფელ პერევის მიმდებარედ უკანონოდ დაკავებული საქართველოს მოქალაქე თავისუფალია
პუტინი: ჩვენს ინფრასტრუქტურაზე კიევის იერიშები ზიანს იწვევს, თუმცა ეს კრიტიკული ვერ იქნება
|
რედაქტორის რჩევით
ომი უკრაინაში
ანტიკორუფციულმა ორგანოებმა ზელენსკის ოფისის უფროსის მოადგილის სახლში ჩხრეკა ჩაატარეს
მიხაილ ფედოროვმა უკრაინაში არჩევნების ჩატარება მოითხოვა
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
„ქართული ოცნების“ გამოცხადებული ღალატის ქრონიკა
მთავარი თემა
|


ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან



epn.ge (@expressnews.ge)