|
2017-04-26 17:22:43, 2442 ნახვა
ეკონომიკა
აჭარის ტურისტულ პოტენციალს ბელგიური კომპანიები ეცნობიან
აჭარის ტურისტულ პოტენციალს ბელგიიდან ტურიზმის სექტორის წარმომადგენლები ეცნობიან. ვიზიტის მიზანს აჭარის ტურისტული პროდუქტების, ღირსშესანიშნაობების, ასევე მომსახურების ხარისხის, ტურისტული კანონმდებლობის, დაგეგმილი და საინვესტიციო პროექტების გაცნობა წარმოადგენს. დღეს, დელეგაციის წევრებს აჭარის ტურიზმის დეპარტამენტში აჭარის ეკონომიკის სამინისტროსა და ტურიზმის დეპარტამენტის წარმომადგენლებმა რეგიონის ტურისტული და საინვესტიციო პოტენციალის შესახებ პრეზენტაცია ჩაუტარეს. ოთხდღიანი ვიზიტის ფარგლებში სტუმრები აჭარის ტურისტულ ღირსშესანიშნაობებსა და ტურისტულ ინფრასტრუქტურას დაათვალიერებენ. ეწვევიან სამთო-სათხილამურო კურორტ „გოდერძი“-ს, სადაც განხორციელებულ და მიმდინარე ტურისტულ ინფრასტრუქტურულ სამუშაოებს გაეცნობიან. დელეგაცია აჭარას 29 აპრილს დატოვებს. (NS)
კიდევ ხუთმა რეგიონში დაიწყო მამაკაცების დაკავება იძულებითი გაწვევისთვის
ნატოს თვითმფრინავებმა კალინინგრადის მახლობლად ოპერაცია ჩაატარეს
სუს: 2025 წლის 17 აგვისტოს სოფელ პერევის მიმდებარედ უკანონოდ დაკავებული საქართველოს მოქალაქე თავისუფალია
პუტინი: ჩვენს ინფრასტრუქტურაზე კიევის იერიშები ზიანს იწვევს, თუმცა ეს კრიტიკული ვერ იქნება
|
რედაქტორის რჩევით
ომი უკრაინაში
ანტიკორუფციულმა ორგანოებმა ზელენსკის ოფისის უფროსის მოადგილის სახლში ჩხრეკა ჩაატარეს
მიხაილ ფედოროვმა უკრაინაში არჩევნების ჩატარება მოითხოვა
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
„ქართული ოცნების“ გამოცხადებული ღალატის ქრონიკა
მთავარი თემა
|


ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან



epn.ge (@expressnews.ge)