|
2017-04-26 17:19:45, 2342 ნახვა
ეკონომიკა
ეკონომიკის მინისტრის მოადგილე ნინო ჯავახაძე სტუდენტებს შეხვდა
საქართველოს ეკონომიკა: შედეგები, გამოწვევები, შესაძლებლობები-ამ თემებზე ისაუბრა საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრის მოადგილე ნინო ჯავახაძემ ბიზნესასოციაციის მიერ ორგანიზებულ შეხვედრაზე. ღონისძიებაში სხვადასხვა უნივერსიტეტის სტუდენტები მონაწილეობდნენ. ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრის მოადგილემ სტუდენტებს ქვეყნის ეკონომიკურ განვითარების ხედვა გააცნო და ისაუბრა ისეთ მნიშვნელოვან საკითხებზე, როგორიც არის ქვეყანაში კაპიტალის ბაზრის განვითარება, საპენსიო რეფორმის აუცილებლობა, სავაჭრო ხელშეკრულებები და ბიზნესისთვის ხელშემწყობი გარემოს შესაქმნელად აუცილებელი სხვა ინსტრუმენტები. შეხვედრაზე იმ ალტერნატიულ სტრატეგიაზე ისაუბრეს, რომელიც გამოიყენოს საქართველომ ეკონომიკური განვითარების პოლიტიკაში შეიძლება გამოიყენოს. შეხვედრაში ასევე, თავისუფალი უნივერსიტეტის რექტორი, ვახტანგ ლეჟავა, ეკონომიკის საერთაშორისო სკოლის პრეზიდენტი, ერიკ ლივნი და მსოფლიო ბანკის ეკონომიკური პოლიტიკის პროგრამის ლიდერი სამხრეთ კავკასიაში, ჟენევიევ ბუარო მონაწილეობდნენ. საქართველოს ბიზნესასოციაცია ამ პროექტის ფარგლებში პერიოდულად ჩაატარებს შეხვედრებს სტუდენტებთან და შეეცდება, შექმნა ცოდნისა და გამოცდილების გაზიარების სასარგებლო პლატფორმა. (NS)
კიდევ ხუთმა რეგიონში დაიწყო მამაკაცების დაკავება იძულებითი გაწვევისთვის
ნატოს თვითმფრინავებმა კალინინგრადის მახლობლად ოპერაცია ჩაატარეს
სუს: 2025 წლის 17 აგვისტოს სოფელ პერევის მიმდებარედ უკანონოდ დაკავებული საქართველოს მოქალაქე თავისუფალია
პუტინი: ჩვენს ინფრასტრუქტურაზე კიევის იერიშები ზიანს იწვევს, თუმცა ეს კრიტიკული ვერ იქნება
|
რედაქტორის რჩევით
ომი უკრაინაში
ანტიკორუფციულმა ორგანოებმა ზელენსკის ოფისის უფროსის მოადგილის სახლში ჩხრეკა ჩაატარეს
მიხაილ ფედოროვმა უკრაინაში არჩევნების ჩატარება მოითხოვა
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
„ქართული ოცნების“ გამოცხადებული ღალატის ქრონიკა
მთავარი თემა
|


ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან



epn.ge (@expressnews.ge)