|
2017-04-26 15:49:46, 1789 ნახვა
საზოგადოება
„,აჭარის დასაქმების სააგენტოსა“ და შავი ზღვის საერთაშორისო კოლეჯ „ბლექ სიი“-ს შორის მემორანდუმი გაფორმდა
საგანმანათლებლო და სახელმწიფო სექტორს შორის ურთიერთთანმშრომლობის განვითარების მიზნით, სსიპ ,,აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის დასაქმების სააგენტოსა’’ და შავი ზღვის საერთაშორისო კოლეჯ „ბლექ სიი“-ს შორის მემორანდუმი გაფორმდა. მემორანდუმის ერთ-ერთი მთავარი მიზანი დუალური სწავლების მხარდასაჭერად ერთობლივი აქტივობების ორგანიზება და განხორციელებაა. დუალური განათლება პროფესიული განათლების ფორმაა. სტუდენტი ორ ადგილას სწავლობს: პროფესიულ სასწავლებელში ის მომავალ პროფესიასთან დაკავშირებულ თეორიულ მასალას შეისწავლის, ხოლო საწარმოში ან კომპანიაში პრაქტიკულად ეუფლება მას. ამ მიდგომის შედეგად სტუდენტი თეორიულთან ერთად პრაქტიკულ ცოდნასაც იღებს და კონკურენტუნარიანი ხდება შრომის ბაზარზე. განათლებისა თუ დასაქმების სფეროში სხვადასხვა ღონისძიებების ორგანიზებასთან ერთად თანამშრომლობა კოლეჯის პროფეისიული სტუდენტებისათვის დასაქმების ხელშეწყობას ითვალისწინებს. შეხვედრას შავი ზღვის საერთაშორისო კოლეჯ „ბლექ სიი“-ს ის სტუდენტები ესწრებოდნენ, რომლებიც ამ დროისთვის გადიან დუალურ პროფესიულ სწავლებას.
(NS)
|
რედაქტორის რჩევით
რატომ უნდა ივანიშვილი-კობახიძის დუეტს მოსახლეობის უფრო მეტად გაღატაკება
რატომ იყენებს სიტყვა „რეჟიმს“ კრიტიკული მედია და როგორ ებრძვის ივანიშვილის ხელისუფლება ტერმინებს
ომი უკრაინაში
ზელენსკიმ კიევში დარტყმის ადგილები მოინახულა
რუსეთმა უკრაინის მიმართულებით 600 დრონი და 90 რაკეტა გაუშვა, მათ შორის „ორეშნიკი“
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
თბილისში ტრამპ თაუერის აშენება ივანიშვილის შვილის ნაწილობრივ საკუთრებაში არსებულ მიწაზე იგეგმება
დღის თემა
|


ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან



epn.ge (@expressnews.ge)