|
2017-04-26 13:17:58, 1694 ნახვა
საზოგადოება
თბილისში 2017-2020 წლების ასოცირების დღის წესრიგზე მოლაპარაკებათა პირველი რაუნდი გაიმართა
თბილისში საქართველოსა და ევროკავშირს შორის 2017-2020 წლების ასოცირების დღის წესრიგზე პირველი ფორმალური კონსულტაციები გაიმართა. საგარეო საქმეთა სამინისტროს ინფორმაციით, საქართველოს მხრიდან მომლაპარაკებელთა ჯგუფს ხელმძღვანელობდა საგარეო საქმეთა მინისტრის მოადგილე, ვახტანგ მახარობლიშვილი, ევროკავშირის მხრიდან კი - ევროპული საგარეო ქმედებათა სამსახურის აღმოსავლეთ პარტნიორობის ორმხრივი ურთიერთობების სამსახურის უფროსი, დირკ შუბელი. მათივე ინფორმაციით, შეხვედრაში ქართული მხრიდან მონაწილეობდნენ იუსტიციის მინისტრის პირველი მოადგილე ალექსანდრე ბარამიძე, ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრის მოადგილე გენადი არველაძე, ევროპულ და ევროატლანტიკურ სტრუქტურებში ინტეგრაციის საკითხებში სახელმწიფო მინისტრის პირველი მოადგილე არჩილ ყარაულაშვილი, შერიგებისა და სამოქალაქო თანასწორობის საკითხებში სახელმწიფო მინისტრის პირველი მოადგილე პეტრე კანკავა, ასევე შესაბამისი სამინისტროებისა და უწყებების წარმომადგენლები. ასოცირების დღის წესრიგზე მოლაპარაკებათა პირველი რაუნდი კონსტრუქციულ გარემოში წარიმართა. მხარეებმა დოკუმენტის ტექსტთან დაკავშირებული ყველა კომენტარი განიხილეს, რომელთა უმრავლესობაზე პოზიციები შეჯერდა. მხარეების ურთიერთშეთანხმებით, მუშაობა გაგრძელდება ასოცირების დღის წესრიგის დროულად მიღების მიზნით. ასოცირების დღის წესრიგი წარმოადგენს ასოცირების შეთანხმების განხორციელების ძირითად ინსტრუმენტს, რომელიც განსაზღვრავს მხარეებს შორის შეთანხმებულ სამოქმედო პრიორიტეტებს.
|
რედაქტორის რჩევით
რატომ უნდა ივანიშვილი-კობახიძის დუეტს მოსახლეობის უფრო მეტად გაღატაკება
რატომ იყენებს სიტყვა „რეჟიმს“ კრიტიკული მედია და როგორ ებრძვის ივანიშვილის ხელისუფლება ტერმინებს
ომი უკრაინაში
ზელენსკიმ კიევში დარტყმის ადგილები მოინახულა
რუსეთმა უკრაინის მიმართულებით 600 დრონი და 90 რაკეტა გაუშვა, მათ შორის „ორეშნიკი“
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
თბილისში ტრამპ თაუერის აშენება ივანიშვილის შვილის ნაწილობრივ საკუთრებაში არსებულ მიწაზე იგეგმება
დღის თემა
|


ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან



epn.ge (@expressnews.ge)