|
2017-04-26 13:04:09, 1582 ნახვა
საზოგადოება
უკრაინაში გამართულ საერთაშორისო სამედიცინო ტურიზმის გამოფენაში საჩხერის სამედიცინო ცენტრი მონაწილეობს
საჩხერის სამედიცინო ცენტრი 25-27 აპრილს უკრაინაში საერთაშორისო სამედიცინო ფორუმში იღებს მონაწილეობას. საჩხერის სამედიცინო ცენტრის ექიმები მონაწილეობას მიიღებენ სამედიცინო ტურიზმთან დაკავშირებულ ფორუმში, სადაც საქართველოსთან ერთად მონაწილეობენ ავსტრია, ბელარუსი, კორეა, ლატვია, ლიტვა, მალაიზია, გერმანია, პოლონეთი, სლოვაკეთი, ამერიკა, თურქეთი, უკრაინა, ფინეთი, ჩეხეთი. ფორუმის მიზანია სამედიცინო ტურიზმის სფეროში საზოგადოების მეტად ინფორმირებულობა. ფორუმში მონაწილეობას იღებენ სამედიცინო ცენტრები, სარეაბილიტაციო და ფსიქოლოგიური ცენტრები, კერძო კლინიკები, საავადმყოფოები, სანატორიუმები და სპა ცენტრები. ასევე, ფორუმში მონაწილეობენ კომპანიები, რომლებიც მონაწილეობას იღებენ საერთაშორისო პროგრამებში, სადაზღვევო კომპანიები, ტურისტული კომპანიები, საერთაშორისო ავიახაზები. ფორუმის სამიზნე აუდიტორიაა: სამთავრობო ორგანიზაციები, ჯანდაცვის მომსახურების ცენტრები, ექიმები, სამედიცინო ტურიზმის სპეციალისტები, ტურისტული კომპანიები, კომპანიები, რომლებიც სამედიცინო ტურიზმის სფეროში მოღვაწეობენ, სპეციალური სტუმრები, მყიდველები.
(NS)
|
რედაქტორის რჩევით
რატომ უნდა ივანიშვილი-კობახიძის დუეტს მოსახლეობის უფრო მეტად გაღატაკება
რატომ იყენებს სიტყვა „რეჟიმს“ კრიტიკული მედია და როგორ ებრძვის ივანიშვილის ხელისუფლება ტერმინებს
ომი უკრაინაში
ზელენსკიმ კიევში დარტყმის ადგილები მოინახულა
რუსეთმა უკრაინის მიმართულებით 600 დრონი და 90 რაკეტა გაუშვა, მათ შორის „ორეშნიკი“
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
თბილისში ტრამპ თაუერის აშენება ივანიშვილის შვილის ნაწილობრივ საკუთრებაში არსებულ მიწაზე იგეგმება
დღის თემა
|


ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან



epn.ge (@expressnews.ge)