|
2017-04-26 12:33:49, 1433 ნახვა
საზოგადოება
ნაძალადევში კორპუსების ინფრასტრუქტურის მოწესრიგება 47 მისამართზე მიმდინარეობს
ნაძალადევის რაიონში საცხოვრებელი კორპუსების ინფრასტრუქტურის მოწესრიგება გრძელდება. თბილისის მერიის ინფორმაციით, ამ ეტაპზე სარეაბილიტაციო სამუშაოები 47 მისამართზე მიმდინარეობს. მათივე ინფორმაციით, გურამიშვილის გამზ. #48-50-ში მიმდინარე პროექტებს თბილისის მერის მოადგილე გიგა ნიკოლეიშვილი ნაძალადევის რაიონის გამგებლთან, ირაკლი ხელაძესთან ერთად გაეცნო. გურამიშვილის გამზ. #50-ში, ნაძალადევის რაიონის გამგეობის თანადაფინანსებით, სახურავის რეაბილიტაცია 1685 კვ.მ ფართობზე მიმდინარეობს. ამავე მისამართზე უკვე გამოიცვალა წყალსაწრეტი მილები. პარალელურად, თბილისის მერიის კეთილმოწყობის საქალაქო სამსახურის დაკვეთით, კორპუსის გამაგრებითი სამუშაოები ხორციელდება. რაც შეეხება გურამიშვილის #48-ს, აქ გამგეობის დაფინანსებით, იცვლება კანალიზაციის შიდა ქსელი. უახლოეს მომავალში კი დაიწყება კორპუსის სახურავის რეაბილიტაცია. ბინათმესაკუთრეთა ამხანაგობების ხელშეწყობის პროგრამის ფარგლებში მიმდინარე სამუშაოების საერთო ღირებულება 657 232 ლარია. 2017 წლის იანვრიდან დღემდე ნაძალადევის რაიონის გამგეობის დაკვეთით, სხვადასხვა ტიპის ინფრასტრუქტურული სამუშაოები 53 კორპუსში განხორციელდა. დასრულებული პროექტების მთლიანი ღირებულება 547 560 ლარია. (NS)
|
რედაქტორის რჩევით
რატომ უნდა ივანიშვილი-კობახიძის დუეტს მოსახლეობის უფრო მეტად გაღატაკება
რატომ იყენებს სიტყვა „რეჟიმს“ კრიტიკული მედია და როგორ ებრძვის ივანიშვილის ხელისუფლება ტერმინებს
ომი უკრაინაში
ზელენსკიმ კიევში დარტყმის ადგილები მოინახულა
რუსეთმა უკრაინის მიმართულებით 600 დრონი და 90 რაკეტა გაუშვა, მათ შორის „ორეშნიკი“
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
თბილისში ტრამპ თაუერის აშენება ივანიშვილის შვილის ნაწილობრივ საკუთრებაში არსებულ მიწაზე იგეგმება
დღის თემა
|


ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან



epn.ge (@expressnews.ge)