|
2017-04-25 19:56:12, 2435 ნახვა
ეკონომიკა კომენტარი
ქუმსიშვილი: მოგების გადასახადის დეკლარაცია ახალი წესით 50 000-მდე ბიზნესმა წარადგინა
პირველი ვიცე-პრემიერის, ფინანსთა მინისტრის, დიმიტრი ქუმსიშვილის განცხადებით, ქვეყნის 4-პუნქტიანი გეგმის განხორციელებაში შემოსავლების სამსახურის როლი ძალიან მნიშვნელოვანია. მისი თქმით, ორი ძირითადი: ეკონომიკური რეფორმებისა და ღია მმართველობის მიმართულებით, შემოსავლების სამსახურის ჩართულობა უმნიშვნელოვანესია. „მოგების გადასახადის წარმატებული რეფორმა დამოკიდებულია მის იმპლემენტაციაზე. მინდა სიამაყით აღვნიშნო, რომ შემოსავლების სამსახურმა ძალიან ბევრი შეხვედრა გამართა და საბოლოო ჯამში, მოგების გადასახადის დეკლარაცია ახალი წესით 50 000-მდე ბიზნესმა წარადგინა. პრაქტიკულად, რეფორმა ადმინისტრირების ნაწილში წარმატებულია. რა თქმა უნდა, ჩვენ კანონმდებლობაში შევიტანთ გარკვეულ ცვლილებებს იმისათვის, რომ ბიზნესს უკეთესად მოვერგოთ. თუმცა, დღეს, ჩვენ პრაქტიკულად სრულად ვართ დამრწმუნებული იმაში, რომ რეფორმა სწორედაა გაგებული ბიზნესის მხრიდან", - განაცხადა დიმიტრი ქუმსიშვილმა. მისი განცხადებით, მოგების გადასახადის რეფორმა 4 წლის განმავლობაში 2 მილიარდ ლარზე მეტ თავისუფალ ფულად რესურსს გაუჩენს ბიზნესს გაფართოებისა და ახალი სამუშაო ადგილების შექმნისთვის, მეტი ინვესტიციების განხორციელებისთვის. „ასევე, ძალიან მნიშვნელოვანი იქნება შემოსავლების სამსახურის წვლილი 4-პუნქტიანი რეფორმების გეგმის მმართველობით ნაწილში, ბიზნეს სახლის მიმართულებით" ,- განაცხადა ფინანსთა მინისტრმა, დიმიტრი ქუმსიშვილმა მთაწმინდის პარკში, ფინანსთა სამინისტროს შემოსავლების სამსახურის 10 წლის იუბილესთან დაკავშირებულ საზეიმო ღონისძიებაზე საკანონმდებლო ცვლილებების პაკეტის პრეზენტაციისას. ღონისძიებას დაესწრნენ საქართველოს პრემიერ-მინისტრი გიორგი კვირიკაშვილი, ასევე, აღმასრულებელი და საკანონმდებლო ხელისუფლების წევრები, საქართველოში აკრედიტებული დიპლომატიური კორპუსის, ბიზნეს სექტორის წარმომადგენლები. (NS)
„დეფიციტის ახალი ტალღა“: რუსეთში ბენზინგასამართი სადგურების 70%-ზე მეტს ბენზინი ამოეწურა
„ყველა, ვისაც შეუძლია, ცდილობს თავისი ფულის გატანოს“ - რუსი მილიარდერები კაპიტალის გადარჩენას ცდილობენ
ღარიბაშვილი: წერილი გამომიგზავნა მამუკა მდინარაძემ
ირაკლი ღარიბაშვილი საპატიმროდან დაპირებულ წერილს ავრცელებს
|
რედაქტორის რჩევით
ომი უკრაინაში
უკრაინა რუსეთს ზედიზედ მესამე დღეა უტევს რეკორდული რაოდენობის დრონებით
ISW: უკრაინის შეიარაღებულმა ძალებმა იანვრის ბოლოდან უკრაინის ტერიტორიის 600 კვადრატულ კილომეტრზე მეტი გაათავისუფლეს
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
„ქართული ოცნების“ გამოცხადებული ღალატის ქრონიკა
მთავარი თემა
|


ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან



epn.ge (@expressnews.ge)