|
2017-04-25 17:00:35, 1494 ნახვა
საზოგადოება
აფხაზეთის ისტორიის, კულტურისა და ეთნოლოგიის ვირტუალური მუზეუმი შეიქმნა
აფხაზეთთან დაკავშირებული კულტურული მემკვიდრეობის ძირითადი ნაწილი ოკუპირებული აფხაზეთის ტერიტორიაზეა განთავსებული, ნაწილი კი საქართველოს სხვადასხვა მუზეუმებსა და საცავებშია დაცული. მათი ერთობლივად, ერთ სივრცეში წარმოსაჩენად აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობის მხარდაჭერით, ვირტუალური მუზეუმი შეიქმნა. ონლაინ-მუზეუმში წარმოდგენილია აფხაზეთის არქიტექტურის, ალექსანდრე შერვაშიძის სახელობის, აფხაზეთის თანამედროვე მხატვრების, არქეოლოგიისა და ხელნაწერების საგამოფენო დარბაზები. ამ დარბაზებში გამოყენებულია საქართველოს ეროვნული მუზეუმის, ხელნაწერთა ეროვნული ცენტრის, საქართველოს კულტურული მემკვიდრეობის დაცვის ეროვნული სააგენტოს მასალები. ღონისძიებას აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობის თავმჯდომარის მოვალეობის შემსრულებელი ვახტანგ ყოლბაია, აფხაზეთის უმაღლესი საბჭოს თავმჯდომარე ელგუჯა გვაზავა საქართველოს კულტურისა და ძეგლთა დაცვის მინისტრის მოადგილე ლევან ხარატიშვილი, აფხაზეთის მთავრობის წევრები, უმაღლესი საბჭოს დეპუტატები და სხვა მოწვეული სტუმრები ესწრებოდნენ. „აფხაზეთის ავტონომიუირ რესპუბლიკის ისტორიის, კულტურისა და ეთნოლოგიის ვირტუალური (ონლაინ-მუზეუმი) მუზეუმი“ აფხაზეთის ა/რ განათლებისა და კულტურის სამინისტროში კულტურულ ფასეულობათა დაცვის სამსახურმა შექმნა.
(NS)
|
რედაქტორის რჩევით
რატომ უნდა ივანიშვილი-კობახიძის დუეტს მოსახლეობის უფრო მეტად გაღატაკება
რატომ იყენებს სიტყვა „რეჟიმს“ კრიტიკული მედია და როგორ ებრძვის ივანიშვილის ხელისუფლება ტერმინებს
ომი უკრაინაში
ზელენსკიმ კიევში დარტყმის ადგილები მოინახულა
რუსეთმა უკრაინის მიმართულებით 600 დრონი და 90 რაკეტა გაუშვა, მათ შორის „ორეშნიკი“
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
თბილისში ტრამპ თაუერის აშენება ივანიშვილის შვილის ნაწილობრივ საკუთრებაში არსებულ მიწაზე იგეგმება
დღის თემა
|


ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან



epn.ge (@expressnews.ge)