|
2017-04-25 14:30:41, 1901 ნახვა
საზოგადოება
მზიურის კორტები ჩოგბურთის ფედერაციას გადაეცა
საქართველოს მთავრობის გადაწყვეტილებით, მზიურის კორტები 10 წლის ვადით, უსასყიდლოდ ჩოგბურთის ეროვნულ ფედერაციას გადაეცა. ტერიტორიას სპორტული პროფილი არ შეეცვლება და ჩოგბურთისთვის იქნება განკუთვნილი. ხელშეკრულების თანახმად, ყველა ასაკობრივი ნაკრები მთელი წლის განმავლობაში კორტით უფასოდ ისარგებლებს. ოთხ ასაკობრივ ჯგუფში ყოველწლიურად საქართველოს პირველობის ტურნირი ჩატარდება. უზრუნველყოფილი უნდა იყოს "დევისისა" და "ფედერაციის" თასის გათამაშების შეხვედრები. მზიურის საჩოგბურთო კომპლექსი 9 ღია და 2 დახურული კორტისგან შედგება. არსებულ ტერიტორიაზე, რომელიც 12 ათასი კვადრატული მეტრის ფართობს მოიცავს, ფედერაცია მოაწყობს საოფისე ფართს, სავარჯიშო დარბაზს, კვების ობიექტს, სპორტული ინვენტარისა და ტანსაცმლის მაღაზიას, 2 საჩოგბურთო კორტს გადახურავს. შეიქმნება 40 სამუშაო ადგილი. ფედერაცია ვალდებულია განახორციელოს 500 000 ლარის ინვესტიცია. ეს არის საჯარო და კერძო სექტორის ურთიერთთანამშრომლობის საფუძველზე განხორციელებული მორიგი პროექტი. ეს მეთოდი წარმატებული გამოდგა წინა შემთხვევებში. მაგალითად, ზაზა ფაჩულიას კალათბურთის აკადემია აღმოსავლეთ ევროპის ქვეყნებში ლიდერია, წარმატებები აქვს ძიუდოს აკადემიასაც. საქართველოს მთავრობა მსგავსი პროექტების განხორციელებას მომავალშიც გეგმავს.
|
რედაქტორის რჩევით
რატომ უნდა ივანიშვილი-კობახიძის დუეტს მოსახლეობის უფრო მეტად გაღატაკება
რატომ იყენებს სიტყვა „რეჟიმს“ კრიტიკული მედია და როგორ ებრძვის ივანიშვილის ხელისუფლება ტერმინებს
ომი უკრაინაში
ზელენსკიმ კიევში დარტყმის ადგილები მოინახულა
რუსეთმა უკრაინის მიმართულებით 600 დრონი და 90 რაკეტა გაუშვა, მათ შორის „ორეშნიკი“
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
თბილისში ტრამპ თაუერის აშენება ივანიშვილის შვილის ნაწილობრივ საკუთრებაში არსებულ მიწაზე იგეგმება
დღის თემა
|


ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან



epn.ge (@expressnews.ge)