|
2017-04-25 13:45:47, 1488 ნახვა
საზოგადოება
ქართველი ფერმერები გადამზადებას ჩინეთში გადიან
სოფლის მეურნეობის სამინისტროს სამეცნიერო-კვლევითი ცენტრისა და კომპანიის „ჰუნანი“ სოფლის მეურნეობის ჯგუფის ერთობლივი მასშტაბური პროექტის „სასათბურე ბოსტნეულის წარმოება“ ფარგლებში, ქართველი ფერმერები გადამზადებას ჩინეთის რესპუბლიკის ჰუნანის პროვინციაში გადიან. ცენტრის ინფორმაციით, ერთთვიან ტრენინგში 30 ქართველი ფერმერი და დაინტერესებული პირია ჩართული. სასწავლო კურსი ბოსტნეული კულტურების მოვლა-მოყვანა-შენახვის თანამედროვე ტექნოლოგიებს, ბოსტნეულის გადამუშავების, ტრანსპორტირებისა და მარკეტინგის საკითხებს, ასევე, მავნებელ-დაავადებათა წინააღმდეგ ბრძოლის ღონისძიებებს, მზის სათბურების მშენებლობის სპეციფიკისა და მართვის საკითხებს მოიცავს. ტრენინგის ფარგლებში, მონაწილეებმა ჩინეთის რესპუბლიკის რამდენიმე პროვინციაში ბოსტნეული კულტურის წარმოების კომპანიები და მათი ბაზები დაათვალიერეს; პრაქტიკული, საველე სწავლების დროს ქართველი ფერმერები სათბურებსა და სადემონსტრაციო ნაკვეთებზე მიმდინარე კვლევებსაც გაეცნენ. აღსანიშნავია, რომ ჩინეთის რესპუბლიკაში ქართველი ფერმერების უკვე მეორე ჯგუფი გადის სასწავლო კურსს. პირველ ეტაპზე, ამავე პროექტის ფარგლებში, 23 კაცი გადამზადდა. პროექტის ფარგლებში ქართველი ფერმერების ჩინეთში გადამზადება მომავალშიცაა დაგეგმილი. ტრენინგი ჩინეთის სახალხო რესპუბლიკის ვაჭრობის სამინისტროს ფინანსური მხარდაჭერით ხორციელდება. კომპანიის „ჰუნანი“ სოფლის მეურნეობის ჯგუფის მხარდაჭერით, ბოსტნეული კულტურების მოვლა-მოყვანის ტექნოლოგიებზე, საქართველოში 8 სასწავლო კურსი გაიმართა, რომლის ფარგლებშიც 400-მდე ფერმერი გადამზადდა.
(NS)
|
რედაქტორის რჩევით
რატომ უნდა ივანიშვილი-კობახიძის დუეტს მოსახლეობის უფრო მეტად გაღატაკება
რატომ იყენებს სიტყვა „რეჟიმს“ კრიტიკული მედია და როგორ ებრძვის ივანიშვილის ხელისუფლება ტერმინებს
ომი უკრაინაში
ზელენსკიმ კიევში დარტყმის ადგილები მოინახულა
რუსეთმა უკრაინის მიმართულებით 600 დრონი და 90 რაკეტა გაუშვა, მათ შორის „ორეშნიკი“
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
თბილისში ტრამპ თაუერის აშენება ივანიშვილის შვილის ნაწილობრივ საკუთრებაში არსებულ მიწაზე იგეგმება
დღის თემა
|


ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან



epn.ge (@expressnews.ge)