22:03 - 26 May, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2017-04-25 13:20:05, 1494 ნახვა

საზოგადოება
საზოგადოებრივი მაუწყებლის სამეურვეო საბჭოს თავმჯდომარედ გრიგოლ გოგელია მეორე ვადით აირჩიეს

საზოგადოებრივი მაუწყებლის სამეურვეო საბჭოს თავმჯდომარედ გრიგოლ გოგელია მეორე ვადით აირჩიეს.

საზოგადოებრივი მაუწყებლის ინფორმაციით, გრიგოლ გოგელიას კანდიდატურა თავმჯდომარის თანამდებობაზე სამეურვეო საბჭოს ექვსმა წევრმა წარადგინა.

მათივე ცნობით, მას ფარული კენჭისყრით მხარი დაუჭირა საბჭოს ექვსმა წევრმა, ხოლო ორმა თავი შეიკავა.

გარდა ამისა, დღევანდელ სხდომაზე კენჭი უყარეს სამეურვეო საბჭოს თავმჯდომარის მოადგილის კანდიდატურას და ამ თანამდებობაზე 6 ხმით მარინა მუსხელიშვილი აირჩიეს.

გრიგოლ გოგელიას საზოგადოებრივი მაუწყებლის სამეურვეო საბჭოს წევრობის ვადა 2018 წელს ეწურება.





ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან


სოციალური ქსელები
თბილისში დიდი საპროტესტო მსვლელობა მიმდინარეობს
სებ: ბრიტანეთის სანქციებში მითითებული სუბიექტები ეროვნული ბანკის მიერ რეგულირებული არ არიან
ბრიტანეთმა 3 საქართველოში რეგისტრირებულ კომპანიას შეზღუდვები დაუწესა
საქართველოს ბანკის გზავნილი ემიგრანტებს დამოუკიდებლობის დღესთან დაკავშირებით
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics