|
2017-04-25 13:05:24, 1599 ნახვა
საზოგადოება
შიდა ავიაციისთვის განკუთვნილი საავიაციო საწვავი დღგ-სგან და აქციზისგან გათავისუფლდება
საავიაციო საწვავის ის ნაწილი, რომელიც შიდაავიაციისთვის იქნება განკუთვნილი, დღგ-სგან და აქციზისგან გათავისუფლდება. შესაბამისი ცვლილებები საგადასახადო კოდექსში შედის, რომლის შესახებაც პრემიერმა მთავრობის სხდომის დაწყებამდე ისაუბრა. „ცვლილებათა პაკეტში შედის ისეთი მნიშვნელოვანი სტიმულები ცალკეული დარგებისთვის, როგორიცაა მაგალითად შიდა ავიაციის სტიმულირება. დღგ- სგან და აქციზისგან ვათავისუფლებთ საავიაციო საწვავის იმ ნაწილს, რომელიც შიდა ავიაციისთვის, ბორდზე მისაწოდებლად იქნება განკუთვნილი. ასევე, განკუთვნილი იქნება სხვადასხვა საჰაერო გადაყვანა-გადაზიდვასთან დაკავშირებული მომსახურებების გაწევისთვის. ცვლილება მიზნად ისახავს ტურიზმის ხელშეწყობას, ვინაიდან შიდა ავიაცია არის ძირითადი სუბსიდირებადი დარგი და ამ მიმართულებით საჭიროა განსაკუთრებული სტიმულები, რათა ჩვენ მაქსიმალურად გავაიოლოთ შიდა მიმოსვლა“,-განმარტა გიორგი კვირიკაშვილმა.
|
რედაქტორის რჩევით
რატომ უნდა ივანიშვილი-კობახიძის დუეტს მოსახლეობის უფრო მეტად გაღატაკება
რატომ იყენებს სიტყვა „რეჟიმს“ კრიტიკული მედია და როგორ ებრძვის ივანიშვილის ხელისუფლება ტერმინებს
ომი უკრაინაში
ზელენსკიმ კიევში დარტყმის ადგილები მოინახულა
რუსეთმა უკრაინის მიმართულებით 600 დრონი და 90 რაკეტა გაუშვა, მათ შორის „ორეშნიკი“
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
თბილისში ტრამპ თაუერის აშენება ივანიშვილის შვილის ნაწილობრივ საკუთრებაში არსებულ მიწაზე იგეგმება
დღის თემა
|


ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან



epn.ge (@expressnews.ge)