|
2017-04-25 12:48:53, 3021 ნახვა
სამართალი
ეკონომიკური დანაშაულისთვის სს პასუხისმგებლობის დასაკისრებლად დადგენილი თანხის ოდენობა იზრდება
მთავრობის დღევანდელ სხდომაზე საგადასახადო კოდექსში ცვლილებებს განიხილავენ. როგორც პრემიერ-მინისტრმა გიორგი კვირიკაშვილმა სხდომის დაწყებამდე განაცხადა, ეკონომიკური დანაშაულისთვის სისხლის სამართლის პასუხისმგებლობის დასაკისრებლად დადგენილი თანხის ოდენობა 50 000 ლარიდან 100 000 ლარამდე იზრდება, ასევე, რიგ შემთხვევაში, უქმდება სისხლის სამართლის პასუხისმგებლობა ისეთი ქმედებებისთვის, რომლებიც თავისი შინაარსით საგადასახადო სამართალდარღვევას წარმოადგენს. მაგალითად, პრემიერის განმარტებით, ეს არის სასაქონლო ზედნადებთან, არააქციზური საქონლის მარკირებასთან დაკავშირებული დარღვევები და ა.შ. ასევე, მთავრობის მეთაურის ინფორმაციით, ცვლილებათა პაკეტში შედის ისეთი მნიშვნელოვანი სტიმულები ცალკეული დარგებისთვის, როგორიცაა მაგალითად შიდა ავიაციის სტიმულირება. კერძოდ, ცვლილების თანახმად, დღგ- სგან და აქციზისგან თავისუფლდება საავიაციო საწვავის ის ნაწილი, რომელიც შიდა ავიაციისთვის, ბორდზე მისაწოდებლად იქნება განკუთვნილი „ ასევე, განკუთვნილი იქნება სხვადასხვა საჰაერო გადაყვანა-გადაზიდვასთან დაკავშირებული მომსახურებების გაწევისთვის. ცვლილება მიზნად ისახავს ტურიზმის ხელშეწყობას, ვინაიდან შიდა ავიაცია არის ძირითადი სუბსიდირებადი დარგი და ამ მიმართულებით საჭიროა განსაკუთრებული სტიმულები, რათა ჩვენ მაქსიმალურად გავაიოლოთ შიდა მიმოსვლა“,-განმარტა გიორგი კვირიკაშვილმა. გარდა ამისა, პრემიერის განცხადებით, სურთ, მწვანე ენერგია მაქსიმალურად წაახალისონ და მოქალაქეების მიერ მიკროელექტროსადგურების საშუალებით გამომუშავებული ელექტროენერგიის ჭარბი რაოდენობა გაიყიდოს ისე, რომ ამ გაყიდვიდან მიღებული შემოსავალი არ დაიბეგროს. „მოგეხსენებათ, ეკონომიკური დანაშაულის დეკრიმინალიზაცია იყო ერთ-ერთი მნიშვნელოვანი დაპირება ჩვენი 4 პუნქტიანი გეგმის ეკონომიკური რეფორმების ნაწილში, დღეს გამოგვაქვს ძალიან მნიშვნელოვანი ცვლილება, რომელიც ფინანსთა სამინსიტროს გამოაქვს. ამ ცვლილებებზე იმუშავა ეკონომიკურმა გუნდმა. საკმაოდ მოცულობითი სამუშაოა შესრულებული“,-აღნიშნა პრემიერმა.
კიდევ ხუთმა რეგიონში დაიწყო მამაკაცების დაკავება იძულებითი გაწვევისთვის
ნატოს თვითმფრინავებმა კალინინგრადის მახლობლად ოპერაცია ჩაატარეს
სუს: 2025 წლის 17 აგვისტოს სოფელ პერევის მიმდებარედ უკანონოდ დაკავებული საქართველოს მოქალაქე თავისუფალია
პუტინი: ჩვენს ინფრასტრუქტურაზე კიევის იერიშები ზიანს იწვევს, თუმცა ეს კრიტიკული ვერ იქნება
|
რედაქტორის რჩევით
ომი უკრაინაში
ანტიკორუფციულმა ორგანოებმა ზელენსკის ოფისის უფროსის მოადგილის სახლში ჩხრეკა ჩაატარეს
მიხაილ ფედოროვმა უკრაინაში არჩევნების ჩატარება მოითხოვა
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
„ქართული ოცნების“ გამოცხადებული ღალატის ქრონიკა
მთავარი თემა
|


ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან



epn.ge (@expressnews.ge)