|
2017-04-24 18:46:24, 1670 ნახვა
საზოგადოება
თბილისის ლიგა - მესამე ტური
22-23 აპრილს, თბილისის ლიგის მესამე ტურის მატჩებს “მარაკანასა” და “ავაზას” სტადიონებმა უმასპინძლა. მესამე ტურის შემდეგ უმაღლესი ლიგის ლიდერობა „სეუმ“ შენარჩუნა, რომელმაც ტურის ცენტრალურ შეხვედრაში, „ნახალოვკა“ 5:1 დაამარცხა. პირველი სამი ქულა მოიპოვა გასული სეზონის ჩემპიონმა „ კვარტალმა“, რომელმაც დებიუტანტ „ტტც“ -სთან 4:2 იმარჯვა. დანარჩენი შეხვედრები კი დაძაბულ ორთაბრძოლებში წარიმართა - ორი გაძევება, თერთმეტმეტრიანები, ბევრი ლამაზი გოლი და ემოცია. ტურის გამორჩეული ფეხბურთელი „კვარტალის“ თავდამსხმელი ალექსანდრე კაიდარაშვილი გახდა, რომელიც ტტც -სთან შეხვედრაში ჰეთ-თრიკით გამოირჩა. მესამე ტურის შემდეგ, ახალი ლიდერი ჰყავს პირველ ლიგას - „დადიანი“, რომელმაც „თბილისი სითი“ 8:2 დაამარცხა. ცენტრალური შეხვედრა „თ.ს სასამართლოსა“ და „გლდანის“ დაპირისპირება გახლდათ, რომელშიც სასამართლომ 4:1 იმარჯვა. პირველი ლიგის გამორჩეული ფეხბურთელი „ბასიანის“ ცენტრალური ნახევარმცველი თეიმურაზ ხარჩილაძე გახდა, რომელმაც „ინტექსტან“ შეხვედრაში 2 გოლითა და სამი საგოლე გადაცემით გამოიჩინა თავი. სატურნირო მდგომარეობა და ბომბარდირთა დავა შემდეგნაირად გამოიყურება:
|
რედაქტორის რჩევით
რატომ უნდა ივანიშვილი-კობახიძის დუეტს მოსახლეობის უფრო მეტად გაღატაკება
რატომ იყენებს სიტყვა „რეჟიმს“ კრიტიკული მედია და როგორ ებრძვის ივანიშვილის ხელისუფლება ტერმინებს
ომი უკრაინაში
ზელენსკიმ კიევში დარტყმის ადგილები მოინახულა
რუსეთმა უკრაინის მიმართულებით 600 დრონი და 90 რაკეტა გაუშვა, მათ შორის „ორეშნიკი“
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
თბილისში ტრამპ თაუერის აშენება ივანიშვილის შვილის ნაწილობრივ საკუთრებაში არსებულ მიწაზე იგეგმება
დღის თემა
|





ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან



epn.ge (@expressnews.ge)