|
2017-04-24 17:46:01, 1659 ნახვა
საზოგადოება
თურქეთის საელჩოსთან, სომეხთა სათვისტომოს წარმომადგენლებმა საპროტესტო აქცია გამართეს
თბილისში, თურქეთის საელჩოსთან საქართველოს სომეხთა სათვისტომოს წარმომადგენლებმა საპროტესტო აქცია გამართეს. მსვლელობაზე შეკრებილებმა 1915 წლის ტრაგიკული მოვლენები გაიხსენეს. აქციის მონაწილეები თურქეთის მხრიდან სომხეთის გენოციდის აღიარებასა და დაგმობას მოითხოვდნენ. შეგახსენებთ, რომ გენოციდის დასაწყისად 1915 წლის 24 აპრილი ითვლება, როდესაც ოსმალურმა ხელისუფლებამ კონსტანტინოპოლში 250-მდე სომეხი ინტელექტუალი და სომხური დიასპორის მეთაური დააპატიმრა. გენოციდი განხორციელდა პირველი მსოფლიო ომის მსვლელობისას და მისი დასრულების შემდეგ. ის ორ ძირითად ეტაპს მოიცავს: შრომისუნარიან მამაკაცთა მკვლელობა და ქალების, ბავშვების, მოხუცებისა და შეზღუდული შესაძლებლობების მქონე პირების დეპორტაცია და სიკვდილი. დეპორტაციისას სომხები მოკლებულნი იყვნენ საჭმელსა და წყალს, პერიოდულად ადგილი ჰქონდა ძარცვას, გაუპატიურებასა და მკვლელობას. დაღუპულთა რიცხვი 1-დან 1,5 მილიონამდე მერყეობს. ცნობისთვის, 102 წლის წინ განვითარებული მოვლენების დროს დაღუპულები სომხურმა ეკლესიამ 2015 წელს წმინდანებად შერაცხა.
|
რედაქტორის რჩევით
რატომ უნდა ივანიშვილი-კობახიძის დუეტს მოსახლეობის უფრო მეტად გაღატაკება
რატომ იყენებს სიტყვა „რეჟიმს“ კრიტიკული მედია და როგორ ებრძვის ივანიშვილის ხელისუფლება ტერმინებს
ომი უკრაინაში
ზელენსკიმ კიევში დარტყმის ადგილები მოინახულა
რუსეთმა უკრაინის მიმართულებით 600 დრონი და 90 რაკეტა გაუშვა, მათ შორის „ორეშნიკი“
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
თბილისში ტრამპ თაუერის აშენება ივანიშვილის შვილის ნაწილობრივ საკუთრებაში არსებულ მიწაზე იგეგმება
დღის თემა
|


ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან



epn.ge (@expressnews.ge)