|
2017-04-24 16:09:05, 2400 ნახვა
ეკონომიკა
Golden Brand 2016 - გავლენიანი ბიზნეს დაჯილდოება და ორი ბიზნეს ოსკარი „ზედაზენს“
რიგით მეთორმეტე 2016 წლის რჩეული ბრენდების დაჯილდოვების „Golden Brand 2016“ ცერემონიალზე 100-ზე მეტი წამყვანი კომპანია იყო წარდგენილი. კომპანია Global Idea -ს და The FINANCIAL -ს მიერ ორგანიზებულ ცერემონიალზე გამარჯვებულის ტიტული 40-მდე კერძო კომპანიამ და სამინისტრომ მოიპოვა. გამარჯვებულები 150-ზე მეტმა ექსპერტმა გამოავლინა. ღონისძიების მიზანი ქართული და საქართველოში მოღვაწე უცხოური ბიზნესკომპანიების მხარდაჭერა და წახალისებაა. 2016 წლის რჩეული უცხოური ლუდი “Bavaria“ გახდა, წლის საუკეთესო ენერგეტიკული სასმელის ტიტული „ზედაზენის“ მიერ წარმოებულმა RC Cola -ს ბრენდმა RED RAIN-მა მოიპოვა. მსოფლიო რეიტინგში მოწინავე ბრენდების “Bavaria“ -ს და RC Cola -ს წარმოება „ზედაზენმა“ 2016 წელს დაიწყო. დროის უმცირეს მონაკვეთში ორივე ბრენდი, ადგილობრივი ბაზრის ლიდერი გახდა. „ზედაზენის მიერ საერთაშორისო ბრენდების “Bavaria“ და „RC Cola“ -ს პოპულარიზაციისთვის მიღებული მარკეტინგული და პიარ გადაწყვეტილებები საკმაოდ ეფექტური აღმოჩნდა. ვერაფერს შევძლებდით რომ არა თავად ბრენდის ხარისხი. ეს არის ჩვენი წარმოების კიდევ ერთი, სახალხო, აღიარება, რომელიც ძალიან ძვირფასია ჩვენთვის. მომხმარებელი არის პირველი დამკვეთი და პირველი შემფასებელი ჩვენი საქმიანობის. არასდროს დავიღლებით მათთვის ხარისხიანი პროდუქციის და სიახლეების შეთავაზებით. ჩვენ და ჩვენი პროდუქციის მომხმარებლებმა ერთად დავიმსახურეთ ეს ჯილდო“ - აღნიშნა ს.ს „ქართული ლუდის კომპანიის დირექტორმა კახაბერ კოტრიკაძემ. შეგახსენებთ, რომ ოქროს ბრენდი ავლენს და აჯილდოვებს კომპანიებს, რომლებმაც გასულ წელს ბრენდინგულ საქმიანობაში განსაკუთრებულ წარმატებებს მიაღწიეს.
(R)
კიდევ ხუთმა რეგიონში დაიწყო მამაკაცების დაკავება იძულებითი გაწვევისთვის
ნატოს თვითმფრინავებმა კალინინგრადის მახლობლად ოპერაცია ჩაატარეს
სუს: 2025 წლის 17 აგვისტოს სოფელ პერევის მიმდებარედ უკანონოდ დაკავებული საქართველოს მოქალაქე თავისუფალია
პუტინი: ჩვენს ინფრასტრუქტურაზე კიევის იერიშები ზიანს იწვევს, თუმცა ეს კრიტიკული ვერ იქნება
|
რედაქტორის რჩევით
ომი უკრაინაში
ანტიკორუფციულმა ორგანოებმა ზელენსკის ოფისის უფროსის მოადგილის სახლში ჩხრეკა ჩაატარეს
მიხაილ ფედოროვმა უკრაინაში არჩევნების ჩატარება მოითხოვა
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
„ქართული ოცნების“ გამოცხადებული ღალატის ქრონიკა
მთავარი თემა
|


ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან



epn.ge (@expressnews.ge)