20:55 - 30 Jun, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2017-04-24 13:38:17, 1955 ნახვა

პოლიტიკა
„ნაციონალური მოძრაობა“ ირაკლი ჩხვირკიას დაკავებასთან დაკავშირებით განცხადებას ავრცელებს

„ერთიანი ნაციონალური მოძრაობა“ ირაკლი ჩხვირკიას დაკავებასთან დაკავშირებით განცხადებას ავრცელებს.

 „ივანიშვილის რეჟიმი აგრძელებს საქართველოს მოქალაქეების პოლიტიკურად მოტივირებულ დევნას, რისი კიდევ ერთი გამოვლინებაც არის ირაკლი ჩხვირკიას დაკავება ბათუმის მოვლენების ორგანიზების აბსურდული ბრალდებით. აშკარაა, რომ რეჟიმი რეპრესიების ახალი ტალღით ცდილობს საკუთარი უმძიმესი დანაშაულების გადაფარვას.

ირაკლი ჩხვირკია პარტიული განაწესის დარღვევის გამო აღარ არის ერთიანი ნაციონალური მოძრაობის წევრი, თუმცა ერთია პარტიული დისციპლინის დარღვევა და მეორე - სისხლის სამართლის მძიმე დანაშაული, რაშიც მას ივანიშვილის პროკურატურა ბრალს სდებს. არ უნდა დაგვავიწყდეს, რომ ხელისუფლების უმაღლესი თანამდებობის პირები პირველივე დღიდან ცდილობდნენ ამ მოვლენების პოლიტიზებას და მათ გამოყენებას ოპოზიციის წინააღმდეგ.

ენმ ყველანაირად მხარს დაუჭერს ირაკლი ჩხვირკიას“, - ნათქვამია განცხადებაში.

შეგახსენებთ, ბათუმის მოვლენებთან დაკავშირებით სამართალდამცველებმა მერაბ ღოღობერიძე და ირაკლი ჩხვირკია დააკავეს.

შსს-ს ინფორმაციით, მათი დაკავება სსკ-ის 225-ე მუხლის პირველი ნაწილით მოხდა (ჯგუფური მოქმედების ორგანიზებას ან ხელმძღვანელობას, რასაც თან ახლავს ძალადობა, რბევა, სხვისი ნივთის დაზიანება ან განადგურება, იარაღის გამოყენება, იარაღის გამოყენებით ხელისუფლების წარმომადგენლისადმი წინააღმდეგობა ან/და მათზე თავდასხმა).





ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან


სოციალური ქსელები
რუსეთის მთავრობამ გადაწყვიტა, ბენზინის ფასების ზრდის შესახებ მონაცემები გაასაიდუმლოს
კობახიძემ ივანიშვილის დაფუძნებულ ე.წ ქუთაისის საუნივერსიტეტო ქალაქს ბიუჯეტიდან 106 530 ლარი გამოუყო
ჟურნალისტ როგავამ ეჭვი შეიტანა დაკავებული სპეცრაზმელის თავდასხმაში მონაწილეობაში
ახალი კონფლიქტი: ვარშავამ კიევი ისტორიულ პროვოკაციაში დაადანაშაულა
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics