|
2017-04-24 11:48:26, 2197 ნახვა
ეკონომიკა
ქუმსიშვილი: სავალუტო ფონდი რეფორმების განხორციელების პროცესში საქართველოს მხარდაჭერას გააძლიერებს
„საერთაშორისო სავალუტო ფონდი რეფორმების განხორციელების პროცესში საქართველოს მხარდაჭერას გააძლიერებს", - განაცხადა საქართველოს პირველმა ვიცე-პრემიერმა, ფინანსთა მინისტრმა, დიმიტრი ქუმსიშვილმა საერთაშორისო სავალუტო ფონდის განმკარგულებელი დირექტორის მოადგილესთან, ტაო ჟანგთან (Tao Zhang) შეხვედრის შემდეგ. შეხვედრაზე სავალუტო ფონდის ხელმძღვანელობის მხრიდან დადებითად შეფასდა საქართველოს მთავრობის ეკონომიკური პოლიტიკა და ის გადაწყვეტილებები, რომლებიც იქნა მიღებული 4-პუნქტიანი გეგმის საფუძველზე. აღინიშნა, რომ სავალუტო ფონდი მხარს უჭერს აღნიშულ რეფორმებს და მზადაა, გააძლიეროს ქვეყნის მხარდაჭერა მისი იმპლემენტაციის კუთხით. სავალუტო ფონდის განმკარგულებელი დირექტორის მოადგილესთან შეხვედრა აშშ-ში საქართველოს პირველი ვიცე-პრემიერის სამუშაო ვიზიტის ფარგლებში მოხდა. ვიზიტის დროს, დიმიტრი ქუმსიშვილმა შეხვედრები გამართა საერთაშორისო სავალუტო ფონდსა და მსოფლიო ბანკში, აგრეთვე შეხვდა საერთაშორისო დონორი ორგანიზაციებისა და მსხვილი საინვესტიციო კომპანიების ხელმძღვანელ პირებს.
(NS)
კიდევ ხუთმა რეგიონში დაიწყო მამაკაცების დაკავება იძულებითი გაწვევისთვის
ნატოს თვითმფრინავებმა კალინინგრადის მახლობლად ოპერაცია ჩაატარეს
სუს: 2025 წლის 17 აგვისტოს სოფელ პერევის მიმდებარედ უკანონოდ დაკავებული საქართველოს მოქალაქე თავისუფალია
პუტინი: ჩვენს ინფრასტრუქტურაზე კიევის იერიშები ზიანს იწვევს, თუმცა ეს კრიტიკული ვერ იქნება
|
რედაქტორის რჩევით
ომი უკრაინაში
ანტიკორუფციულმა ორგანოებმა ზელენსკის ოფისის უფროსის მოადგილის სახლში ჩხრეკა ჩაატარეს
მიხაილ ფედოროვმა უკრაინაში არჩევნების ჩატარება მოითხოვა
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
„ქართული ოცნების“ გამოცხადებული ღალატის ქრონიკა
მთავარი თემა
|


ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან



epn.ge (@expressnews.ge)