|
2017-04-24 10:57:35, 2028 ნახვა
ეკონომიკა
თიბისი ბანკმა ახალი ლოიალობის პროგრამა „ერთგული" შექმნა
თიბისი ბანკმა ახალი ლოიალობის პროგრამა და პლასტიკური ბარათი - „ერთგული" შექმნა. პირველად საქართველოში, „ერთგული" მომხმარებელს განვადების უმარტივეს გზას და დამატებით, ლოიალობის ქულებს სთავაზობს. „ერთგულით" განვადება შესაძლებელია წინასწარ დამტკიცებული საკრედიტო ლიმიტის ფარგლებში ტერმინალით გადახდისას, „ერთგულის" პარტნიორ სავაჭრო ობიექტებში, ნებისმიერი პროდუქტის შეძენისას. კერძოდ, თუ დღემდე მომხმარებელი განვადებას იყენებდა მხოლოდ ცალკეულ სავაჭრო ობიექტებში, სადაც ბანკის წარმომადგენელი აფორმებდა საჭირო დოკუმენტაციას, ხოლო მომხმარებელი ადგილზე ელოდა ბანკისგან დასტურის მიღებას განვადებაზე, ახლა უკვე ეს ბარიერი მოხსნილია. განვადება „ერთგული" ბარათით შესაძლებელია „ერთგულის" პარტნიორ ობიექტებში, თიბისი ბანკის ტერმინალით, ყოველგვარი პროცედურების და ლოდინის გარეშე. გარდა ამისა, მომხმარებელს ტრანზაქციების განხორციელებისას ბარათზე ერთგული ქულები დაერიცხება, რომელთა განაღდება შესაძლებელი იქნება „ერთგულის" პარტნიორ სავაჭრო ობიექტებში. „ერთგულის" მსგავსი ფუნქციის ბარათი დღეს ბაზარზე არ არსებობს. მას რამდენიმე დატვირთვა აქვს:
„ერთგული" ბარათის აღება თიბისი ბანკის ნებისმიერ ფილიალში ან ონლაინ შეკვეთით შეიძლება ვებგვერდზე: https://ertguli.ge/ ამ გვერდზე ხელმისაწვდომია ყველა საჭირო ინფორმაცია ბარათის მოხმარების წესებთან, და პირობებთან დაკავშირებით. აქვე მომხმარებელს შეუძლია მიიღოს ინფორმაცია პარტნიორი ობიექტების, მიმდინარე შეთვაზებებისა და აქციების შესახებ.
(R)
კიდევ ხუთმა რეგიონში დაიწყო მამაკაცების დაკავება იძულებითი გაწვევისთვის
ნატოს თვითმფრინავებმა კალინინგრადის მახლობლად ოპერაცია ჩაატარეს
სუს: 2025 წლის 17 აგვისტოს სოფელ პერევის მიმდებარედ უკანონოდ დაკავებული საქართველოს მოქალაქე თავისუფალია
პუტინი: ჩვენს ინფრასტრუქტურაზე კიევის იერიშები ზიანს იწვევს, თუმცა ეს კრიტიკული ვერ იქნება
|
რედაქტორის რჩევით
ომი უკრაინაში
ანტიკორუფციულმა ორგანოებმა ზელენსკის ოფისის უფროსის მოადგილის სახლში ჩხრეკა ჩაატარეს
მიხაილ ფედოროვმა უკრაინაში არჩევნების ჩატარება მოითხოვა
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
„ქართული ოცნების“ გამოცხადებული ღალატის ქრონიკა
მთავარი თემა
|


ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან



epn.ge (@expressnews.ge)