|
2017-04-24 10:46:14, 1503 ნახვა
საზოგადოება
საქართველოს ტერიტორიაზე 24-25 აპრილს ცივი და უმეტესად ნალექიანი ამინდებია მოსალოდნელი
საქართველოს ტერიტორიაზე 24-25 აპრილს ცივი და უმეტესად ნალექიანი ამინდებია მოსალოდნელი. აღმოსავლეთ საქართველოს ბარში დღეს ზოგან იწვიმებს, ჰაერი +15 გრადუსამდე გათბება. 25 აპრილს ასევე ზოგან ხანმოკლე წვიმაა მოსალოდნელი, +17 გრადუსი სითბო დაფიქსირდება, 26-27 აპრილს უმეტესად უნალექო ამინდი იქნება, ტემპერატურა +20 გრადუსს მიაღწევს. აღმოსავლეთ საქართველოს მთიან რაიონებში ასევე იწვიმებს. 25 აპრილს კი ზოგან მოთოვს.26-27 აპრილს გამოიდარებს. აღმოსავლეთ საქართველოს მაღალმთიან რაიონებში 24 აპრილს ზოგან თოვლი და ქარბუქია მოსალოდნელი, ასევეა 25 აპრილსაც. 26-27 აპრილს შედარებით დათბება. დღეს დედაქალაქ თბილისში უმეტესად უნალექო ამინდია მოსალოდნელი, ჰაერი +9 გრადუსამდე გათბება, 25 აპრილს შესაძლებელია ხანმოკლე წვიმა ელჭექით, ტემპერატურა +15 გრადუსი იქნება, 26-27 აპრილს უმეტესად უნალექო ამინდს პროგნოზირებენ, ტემპერატურ +19 გრადუსამდე აიწევს. რაც შეეხება დასავლეთ საქართველოს, დღეს ბარში ხანომკლე წვიმას ელჭექით პროგნოზირებენ, 25 აპრილს უმეტეს რაიონში ასევე იწვიმებს, ჰაერი +13 გრადუსამდე გათბება, 26-27 აპრილს კი +23 გრადუსი სითბოა ნავარაუდევი.
|
რედაქტორის რჩევით
რატომ უნდა ივანიშვილი-კობახიძის დუეტს მოსახლეობის უფრო მეტად გაღატაკება
რატომ იყენებს სიტყვა „რეჟიმს“ კრიტიკული მედია და როგორ ებრძვის ივანიშვილის ხელისუფლება ტერმინებს
ომი უკრაინაში
ზელენსკიმ კიევში დარტყმის ადგილები მოინახულა
რუსეთმა უკრაინის მიმართულებით 600 დრონი და 90 რაკეტა გაუშვა, მათ შორის „ორეშნიკი“
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
თბილისში ტრამპ თაუერის აშენება ივანიშვილის შვილის ნაწილობრივ საკუთრებაში არსებულ მიწაზე იგეგმება
დღის თემა
|


ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან



epn.ge (@expressnews.ge)