|
2017-04-24 10:23:34, 1504 ნახვა
საზოგადოება
მთაწმინდის პანთეონში წიგნის საერთაშორისო დღე აღინიშნა
თბილისში წიგნის საერთაშორისო დღის აღნიშვნის ახალი ტრადიცია დაინერგა. წელს პირველად, წიგნის დღე ქართველ მწერალთა და საზოგადო მოღვაწეთა მთაწმინდის პანთეონში აღინიშნა, სადაც თანამედროვე ქართველმა მწერლებმა პანთეონში დაკრძალულ ავტორებსა და მათ წიგნებზე ისაუბრეს. წიგნის დღისადმი მიძღვნილი საღამოს ორგანიზატორები არიან თბილისის მერია, თბილისის სატრანსპორტო კომპანია, ელექტრონული წიგნების სახლი „საბა“, გამომცემლობები „არტანუჯი“ და „ინტელექტი. ღონისძიებას თბილისის მერის მოადგილე ნინა ხატისკაცი დაესწრო. წიგნის დღისადმი მიძღვნილი ღონისძიება რატი ამაღლობელის მიერ გალაკტიონზე საუბრით დაიწყო და ეთერ თათარაიძის ვაჟა-ფშაველაზე წაკითხული ლექციით დასრულდა. ლევან ბერძენიშვილმა და დავით ტურაშვილმა მიხეილ ჯავახიშვილისა და ბაჩანა ბრეგვაძის შემოქმედებაზე ისაუბრეს. აკაკი წერეთლისა და ნიკოლოზ ბარათაშვილის შესახებ ლექციები კი გიორგი კეკელიძემ და სანდრო ლორთქიფანიძემ წაიკითხეს. ლექციების პარალელურად, მთაწმინდის პანთეონის ტერიტორიაზე სპეციალური ფასდაკლებით წიგნების გამოფენა-გაყიდვა გაიმართა. (NS)
|
რედაქტორის რჩევით
რატომ უნდა ივანიშვილი-კობახიძის დუეტს მოსახლეობის უფრო მეტად გაღატაკება
რატომ იყენებს სიტყვა „რეჟიმს“ კრიტიკული მედია და როგორ ებრძვის ივანიშვილის ხელისუფლება ტერმინებს
ომი უკრაინაში
ზელენსკიმ კიევში დარტყმის ადგილები მოინახულა
რუსეთმა უკრაინის მიმართულებით 600 დრონი და 90 რაკეტა გაუშვა, მათ შორის „ორეშნიკი“
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
თბილისში ტრამპ თაუერის აშენება ივანიშვილის შვილის ნაწილობრივ საკუთრებაში არსებულ მიწაზე იგეგმება
დღის თემა
|


ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან



epn.ge (@expressnews.ge)