|
2017-04-22 17:18:52, 1928 ნახვა
საზოგადოება
ნანა ძაგნიძე ჭადრაკში ევროპის ჩემპიონი გახდა
ლატვიის დედაქალაქ რიგაში მიმდინარე ჭადრაკის რიგით მე-18 ევროპის ჩემპიონატის დასკვნით, მე-11 ტურში, ნანა ძაგნიძემ ნატალია პოგონინასთან შეხვედრა ფრედ დაასრულა და ჩემპიონის ტიტული გაინაღდა. ინფორმაციას სპორტისა და ახალგაზრდულ საქმეთა სამინისტრო ავრცელებს. „აღსანიშნავია, რომ ნანა პირველი ქართველი ქალია, რომელიც ევროპის ჩემპიონი გახდა. აქამდე ქართველების მონაგარში 2 ვერცხლი და 3 ბრინჯაოს მედალია. ევროპის ჩემპიონატების ისტორია 2000 წლიდან იწყება. სხვადასხვა დროს ქართველი მოჭადრაკეებიდან პრიზიორები იყვნენ: ვერცხლი - სალომე მელია (2013წელი); ნინო ბაციაშვილი (2015 წელი); ბრინჯაო - მაია ჩიბურდანიძე (2000 წელი); ქეთევან არახამია-გრანტი (2001წელი); სალომე მელია (2014წელი)“, - ნათქვამია სპორტის სამინისტროს ინფორმაციაში.
|
რედაქტორის რჩევით
რატომ უნდა ივანიშვილი-კობახიძის დუეტს მოსახლეობის უფრო მეტად გაღატაკება
რატომ იყენებს სიტყვა „რეჟიმს“ კრიტიკული მედია და როგორ ებრძვის ივანიშვილის ხელისუფლება ტერმინებს
ომი უკრაინაში
ზელენსკიმ კიევში დარტყმის ადგილები მოინახულა
რუსეთმა უკრაინის მიმართულებით 600 დრონი და 90 რაკეტა გაუშვა, მათ შორის „ორეშნიკი“
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
თბილისში ტრამპ თაუერის აშენება ივანიშვილის შვილის ნაწილობრივ საკუთრებაში არსებულ მიწაზე იგეგმება
დღის თემა
|


ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან



epn.ge (@expressnews.ge)