|
2017-04-22 15:35:55, 2161 ნახვა
ეკონომიკა
დიმიტრი ქუმსიშვილი ევროპის საინვესტიციო ბანკის ვიცე-პრეზიდენტს შეხვდა
საქართველოს პირველი ვიცე-პრემიერი, ფინანსთა მინისტრი დიმიტრი ქუმსიშვილი ევროპის საინვესტიციო ბანკის ვიცე-პრეზიდენტ ვაზილ ჰუდაკის შეხვდა. შეხვედრაზე ბანკის მიერ საქართველოში საკრედიტო პორტფელის გაზრდის საკითხები განიხილეს. ფინანსთა სამინისტროს ინფორმაციით, აღნიშნულმა საფინანსო ინსტიტუტმა 2016 წლის განმავლობაში საქართველოში საკუთარი ინვესტიციები გააორმაგა და შესაბამისად, ბანკის პორტფელმა 1 მილიარდი ევრო შეადგინა. შეხვედრაზე პირველმა ვიცე-პრემიერმა ვრცლად ისაუბრა საქართველოს ეკონომიკაში მიმდინარე პოზიტიურ ტენდენციებზე. აღინიშნა, რომ ევროპის საინვესტიციო ბანკი გეგმავს 2017 წელს დამატებით 250 მლნ ევროს რესურსი გამოყოს, რომელიც მიმართული იქნება აღმოსავლეთ-დასავლეთის ჩქაროსნული ავტომაგისტრალის სამშენებლო პროექტებში. მხარეებმა ისაუბრეს მთავრობის 4-პუნქტიან გეგმასა და მისი განხორციელების პროცესში ევროპის საინვესტიციო ბანკის ჩართულობის მნიშვნელობაზე. აღინიშნა, რომ ბანკი მხარს უჭერს გეგმის სივრცითი განვითარების კომპონენტს. მნიშვნელოვანია, ასევე, ევროპის საინვესტიციო ბანკის გააქტიურება კერძო სექტორის მხარდაჭერის მიმართულებით. აღნიშნული ბანკის მეშვეობით, შესაძლებელი გახდა „InnovFin-ის" პროგრამაში ჩართვა, რომელიც განკუთვნილია ინოვაციური და დამწყები ბიზნესების დაფინანსებისთვის. „InnovFin – EU Finance for Innovators" ეს არის EIB-სა და ევროპის საინვესტიციო ფონდის (EIF) ერთობლივი ინიციატივა EC-სთან ერთად „Horizon 2020-ის" ფარგლებში. გარდა ფინანსური მხარდაჭერისა, პროგრამა, ასევე, ითვალისწინებს ტექნიკური მხარდაჭერის გაწევას რჩევებისა და კონსულტაციების მიმართულებით (advisory service).
(NS)
კობახიძე: ჩვენთვის კონკრეტულად ბატონი ფიშერი საერთოდ არ არის ევროპელი
კობახიძე: ჩვენ გვინდა სხვანაირი ევროკავშირი
შსს: ჩოხატაურში ერთი პირი დაჭრეს, ის გარდაიცვალა - პოლიციამ 1 პირი დააკავა
Reuters: უკრაინული დრონების დარტყმების შედეგად რუსეთის ცენტრალურ ნაწილში თითქმის ყველა ნავთობგადამამუშავებელმა ქარხანამ მუშაობა შეაჩერა
|
რედაქტორის რჩევით
რა მოხდა კოპენჰაგენში რაზეც კობახიძე და სამთავრობო მედია დარდობს
რა საფთხე ელოდება ონლაინ მედიას რეჟიმის ახალი ცენზურით
ომი უკრაინაში
სუმზე თავდასხმის დროს ხუთსართულიანი შენობა ჩამოინგრა, 8 ადამიანი დაიჭრა
უკრაინამ ფრონტის ხაზზე საჰაერო თავდაცვის განადგურებით გზა გაუხსნა თავის დრონებს რუსეთზე თავდასხმისთვის
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
რატომ ჰგავს რეჟიმის ინიციატივა, დაამკვიდროს აღვირახსნილი ცენზურა რუსულ მოდელს - განვიხილავთ დეტალურად
მთავარი თემა
|


ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან



epn.ge (@expressnews.ge)