|
2017-04-22 15:10:35, 1792 ნახვა
საზოგადოება
სასჯელაღსრულების სამინისტრომ დედამიწის დღე გამწვანების აქციით აღნიშნა
სასჯელაღსრულებისა და პრობაციის სამინისტროს N16 პენიტენციურ დაწესებულებაში „დედამიწის დღის“ აღსანიშნავად გამწვანების აქცია მოეწყო. აქციის ფარგლებში მსჯავრდებულების მიერ დაწესებულების ეზოში 150-ამდე ყვავილი და ბუჩქი დაირგა. ღონისძიება სასჯელაღსრულებისა და პრობაციის სამინისტროს ინიციატივით და ორგანიზებით საქართველოს საპატრიარქოს ფონდის „გაამწვანე საქართველოსა“ და საპატრიარქოსთან არსებული „დეკორატიული მებაღეობის კოლეჯის“ მხარდაჭერით ჩატარდა. შეხვედრის დასასრულს მსჯავრებულებს სააღდგომო ეპისტელეები გადასცეს. დედამიწის საერთაშორისო დღესთან დაკავშირებით N16 პენიტენციურ დაწესებულებაში მთელი დღის განმავლობაში სხვადასხვა ღონისძიება ჩატარდა. დღის ბოლოს ელექტრონული მუსიკის კონცერტი გაიმართა, სადაც მსჯავრდებულები მათ მიერ შექმნილი მუსიკალური პერფორმანსით წარსდგნენ. „დედამიწის დღის“ აღსანიშნავად გამწვანების აქცია მოეწყო სასჯელაღსრულებისა და პრობაციის სამინისტროს N17 პენიტენციურ დაწესებულებაშიც. აქციის ფარგლებში პრობაციონარებმა დაწესებულების სკვერში ფოთლოვანი ჯიშის ხეები დარგეს. 22 აპრილს დედამიწის დღე აღინიშნება. პირველად ეს დღე 1970 წელს აღინიშნა, როცა ცნობილი ამერიკელი გარემოსდამცველი სენატორის, გეილორდ ნელსონის მოწოდებით 20 მილიონი ამერიკელი გამოვიდა დედამიწის დასაცავად. დედამიწის დღე მსოფლიოში ერთ-ერთი ყველაზე მასშტაბური გარემოსდაცვითი ღონისძიებაა, რომელშიც ყოველ წელს მსოფლიოს 175 ქვეყნის 17 000-მდე ორგანიზაცია და მილიონობით მოხალისე მონაწილეობს.
(NS)
|
რედაქტორის რჩევით
რატომ უნდა ივანიშვილი-კობახიძის დუეტს მოსახლეობის უფრო მეტად გაღატაკება
რატომ იყენებს სიტყვა „რეჟიმს“ კრიტიკული მედია და როგორ ებრძვის ივანიშვილის ხელისუფლება ტერმინებს
ომი უკრაინაში
ზელენსკიმ კიევში დარტყმის ადგილები მოინახულა
რუსეთმა უკრაინის მიმართულებით 600 დრონი და 90 რაკეტა გაუშვა, მათ შორის „ორეშნიკი“
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
თბილისში ტრამპ თაუერის აშენება ივანიშვილის შვილის ნაწილობრივ საკუთრებაში არსებულ მიწაზე იგეგმება
დღის თემა
|


ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან



epn.ge (@expressnews.ge)