|
2017-04-22 12:03:16, 2587 ნახვა
მსოფლიო
„თალიბანმა“ ავღანეთის სამხედრო ბაზაზე თავდასხმა განახორციელა - დაიღუპა სულ მცირე 140 სამხედრო
მოძრაობა "თალიბანის" ბოევიკებმა ავღანეთში, სამხედროებზე თავდასხმა განახორციელეს, რის შედეგადაც სულ მცირე 140 ჯარისკაცი დაიღუპა, - ამის შესახებ BBC იუწყება. მედია საშუალების ინფორმაციით, თავდასხმის დროს ბოევიკებს ავღანეთის ჯარის სამხედრო ფორმები ეცვათ. აღსანიშნავია, რომ ეს ყველაზე მასშტაბური თავდასხმაა ავღანეთის სამხედრო ბაზაზე, რომელსაც უპრეცენდენტო რაოდენობის მსხვერპლი მოჰყვა. Reuters-ის ცნობით, დაღუპულთა რიცხვი შესაძლოა გაიზარდოს. თავდაცვის სამინისტროს ინფორმაციით, თავდასხმა იმ დროს მოხდა, როდესაც ჯარისკაცები ბაზაზე მდებარე მეჩეთიდან გამოდიოდნენ. ბოევიკები ასევე თავს დაესხნენ იმ ჯარისკებს, რომლებიც სასადილოში იმყოფებოდნენ. "თალიბანის" მებრძოლეებს თქმით, ბაზაში შესაღწევათ მათ თვითმკვლელი ტერორისტები გამოიყენეს. "თალიბანმა" ბრძოლის დროს, რომელიც მთელი დღე გრძელდებოდა, 10 ბოევიკი დაკარგა.
|
რედაქტორის რჩევით
რატომ ასამარებს ივანიშვილის რეჟიმი საქართველოს განათლების მყიფე რეპუტაციას, ბარიერები უცხოელი სტუდენტებისთვის
პოლიციის მიერ გორში ნაცემ ახალგაზრდებს საქმეზე საუბარი შანტაჟით აუკრძალეს, გაუთქმელობაზე მოაწერინეს ხელი ადვოკატსაც
ომი უკრაინაში
უკრაინაში რუსული არმია დღეში 300 ადამიანს კარგავს
რუსეთის არმიამ ხარკოვი დრონებითა და რაკეტებით დაბომბა, სამი ადამიანი დაიღუპა და 20-ზე მეტი დაშავდა.
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
ივანიშვილის პარლამენტში თავისუფალი და კრიტიკული მედიის და ჟურნალისტების აკრედიტაცია შეუძლებელი ხდება
დღის თემა
რატომ ასამარებს ივანიშვილის რეჟიმი საქართველოს განათლების მყიფე რეპუტაციას, ბარიერები უცხოელი სტუდენტებისთვის
მთავარი თემა
|


ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან



epn.ge (@expressnews.ge)