00:41 - 18 May, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2015-04-09 11:12:33, 327 ნახვა

პოლიტიკა
ირაკლი ღარიბაშვილმა 9 აპრილს დაღუპულთა ხსოვნას პატივი მიაგო

საქართველოს პრემიერ–მინისტრმა ირაკლი ღარიბაშვილმა  9 აპრილს დაღუპულთა ხსოვნას პატივი მიაგო და მემორიალი გვირგვინით შეამკო.

როგორც პრემიერმა ჟურნალისტებს განუცხადა, 9 აპრილს დაღუპულმა თანამემამულეებმა საქართველოს გმირობის მაგალითი აჩვენეს.

„9 აპრილის ტრაგედიიდან 26 წელი გავიდა. ეს დღე იქცა მართლაც ტრაგედიად, მაგრამ ამავე დროს ეს დღე არის სიმბოლო დამოუკიდებლობისათვის, ჩვენი სამშობლოს სიყვარულისთვის ბრძოლის.  მართლაც ამ ადამიანებმა, რომლებმაც სასწაული თავგანწირვა და გმირობა გამოიჩნეს.  გვაჩვენეს  მაგალითი, თუ როგორ უნდა ვიცხოვროთ ჩვენ, როგორ უნდა შევწიროთ ჩვენ ჩვენს სამშობლოს თავი, დავიხარჯოთ ბოლომდე.  ამ ერთიანობამ გამოიღო შედეგი და 1989 წლის 9 აპრილის შემდეგ 2 წლის თავზე ჩვენმა სახელმწიფომ გამოაცხადა დამოუკიდებლობა.  ასე რომ ეს არის გამარჯვება ჩვენი ერის. ქედი ვიხრი ამ ადამიანების ხსოვნის წინაშე, მათი ოჯახების წინაშე.  ეს ადამიანები ნამდვილი გმირები არიან, ჩვენი ქვეყნის და ჩვენ ყველანი უნდა ვღებულობდეთ მაგალითს, თუ როგორ უნდა ვემსახუროთ ჩვენ სამშობლოს“, – აღნიშნა ირაკლი ღარიბაშვილმა.  

9 აპრილს დაღუპულ მამულიშვილთა მემორიალთან დილიდან მოდიან საზოგადოების წევრები, დაღუპულთა ახლობლები.  აქ იმყოფებოდა საქართველოს პრეზიდენტი  გიორგი მარგველაშვილი მეუღლესთან ერთად, პრეზიდენტის ადმინისტრაციის წარმომადგენლები, თავდაცვის მინისტრი მინდია ჯანელიძე, შს მინისტრი ვახტანგ გომელაური, ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრი გიორგი კვირიკაშვილი.





ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან


სოციალური ქსელები
თბილისი პრაიდი: "ოცნებამ" სცადა, ქვიარ ადამიანები საზოგადოებრივი ცხოვრებიდან გავექრეთ
SJC: 17 მაისი საქართველოში „ოჯახის“ იდეის პოლიტიკური ინსტრუმენტალიზაციის სიმბოლური დღეა
ელენე ხოშტარია - ხალხის სიმრავლე და ვერც დრო, ვერ წაშლის 2013 წლის 17 მაისს ჩადენილ ბოროტებას
შიო მესამე - თუ ოჯახში ტრიალებს მძიმე ცოდვა, ისეთი როგორიც არის, მაგალითად, აბორტი, მაშინ ბედნიერებას ვერ ააშენებ, განწირულია ასეთი ოჯახი
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics