21:11 - 26 May, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2017-04-21 20:51:37, 1746 ნახვა

საზოგადოება
გიორგი მარგველაშვილი სრულიად კავკასიის მუსლიმთა სამმართველოს შეიხს შეხვდა

საქართველოს პრეზიდენტი გიორგი მარგველაშვილი სრულიად კავკასიის მუსლიმთა სამმართველოს შეიხს ულ ისლამ ალაჰ შუქურ ფაშა-ზადესს შეხვდა.

 პრეზიდენტის ადმინისტრაციის პრესსამსახურის ინფორმაციით, შეხვედრისას რეგიონის წინაშე არსებულ გამოწვევებზე, საქართველო-აზერბაიჯანის ურთიერთობებზე და საქართველოში მცხოვრები აზერბაიჯანელი თანამემამულეების მდგომარეობაზე ისაუბრეს.

მათივე ინფორმაციით, შეხვედრაზე ასევე აღინიშნა, რომ საჭიროა აზერბაიჯანელი მოსახლეობის მეტი ჩართულობა ქვეყნის პოლიტიკურ, კულტურულ და სოციალურ ცხოვრებაში.

 გიორგი მარგველაშვილმა შეხვედრაზე ის პროექტები განიხილა, რომელიც აზერბაიჯანელი თანამემამულეებისათვის საქართველოს პრეზიდენტის სარეზერვო ფონდის დაფინანსებით ხორციელდება.

 შეხვედრას  საქართველოს პრეზიდენტის ადმინისტრაციის უფროსი გიორგი აბაშიშვილი, უშიშროების საბჭოს მდივანი დავით რაქვიაშვილი, პრეზიდენტის მრჩეველი ეთნიკური უმცირესობების საკითხებში სოფიო შამანიდი და ეკონომიკური მრჩეველი მაია მელიქიძე, საპატრიარქოს წარმომადგენელი გიორგი ზვიადაძე ესწრებოდნენ. 





ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან


სოციალური ქსელები
თბილისში დიდი საპროტესტო მსვლელობა მიმდინარეობს
სებ: ბრიტანეთის სანქციებში მითითებული სუბიექტები ეროვნული ბანკის მიერ რეგულირებული არ არიან
ბრიტანეთმა 3 საქართველოში რეგისტრირებულ კომპანიას შეზღუდვები დაუწესა
საქართველოს ბანკის გზავნილი ემიგრანტებს დამოუკიდებლობის დღესთან დაკავშირებით
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics