|
2017-04-21 17:02:17, 2382 ნახვა
ეკონომიკა
დიმიტრი ქუმსიშვილი საფინანსო ჯგუფ „Barclays“ წარმომადგენელს შეხვდა
ამერიკის შეერთებულ შტატებში სამუშაო ვიზიტით მყოფი საქართველოს ფინანსთა მინისტრი დიმიტრი ქუმსიშვილი მსოფლიოს ერთ-ერთი უმსხვილესი საფინანსო ჯგუფის, „ბარკლეის" (Barclays) ევროპის, ახლო აღმოსავლეთის, აფრიკისა და აზია - წყნარი ოკეანის რეგიონის ერთ-ერთი მიმართულების ხელმძღვანელს, ჩარლი ბერმანს შეხვდა. შეხვედრაზე პირველმა ვიცე-პრემიერმა დიმიტრი ქუმსიშვილმა ვრცლად ისაუბრა მთავრობის 4-პუნქტიან გეგმაზე, იმ რეფორმებზე, რომლებიც აღნიშნული გეგმის მიხედვით ხორციელდება და ეკონომიკურ პოლიტიკაზე, რომელიც ბიზნესის განვითარება-ხელშეწყობისა და მოსახლეობის კეთილდღეობის ზრდისკენაა მიმართული. შეხვედრაზე განსაკუთრებული აქცენტი გაკეთდა ინფრასტრუქტურულ პროექტებზე, რომელთა განხორციელებასაც მთავრობა უახლოესი წლების განმავლობაში გეგმავს. აღინიშნა, რომ საგზაო ინფრასტრუქტურის განვითარება ხელს შეუწყობს არა მხოლოდ ტრანსპორტისა და ლოგისტიკის სექტორებს, არამედ ტურიზმსაც. შეხვედრაზე „ბარკლეის" წარმომადგენელმა დიდი დაინტერესება გამოხატა როგორც საქართველოს ეკონომიკაში მიმდინარე პოზიტიური პროცესების, ისე უშუალოდ ინფრასტრუქტურული პროექტების მიმართ. მან არ გამორიცხა, რომ ჯგუფმა განიხილოს დამატებითი შესაძლებლობები საქართველოს ინვესტიციების განხორციელების თაობაზე. შეხვედრას, ასევე, დაესწრნენ რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის მინისტრი ზურაბ ალავიძე და აშშ-ში საქართველოს ელჩის მოადგილე გიორგი ციკოლია. (NS)
კიდევ ხუთმა რეგიონში დაიწყო მამაკაცების დაკავება იძულებითი გაწვევისთვის
ნატოს თვითმფრინავებმა კალინინგრადის მახლობლად ოპერაცია ჩაატარეს
სუს: 2025 წლის 17 აგვისტოს სოფელ პერევის მიმდებარედ უკანონოდ დაკავებული საქართველოს მოქალაქე თავისუფალია
პუტინი: ჩვენს ინფრასტრუქტურაზე კიევის იერიშები ზიანს იწვევს, თუმცა ეს კრიტიკული ვერ იქნება
|
რედაქტორის რჩევით
ომი უკრაინაში
ანტიკორუფციულმა ორგანოებმა ზელენსკის ოფისის უფროსის მოადგილის სახლში ჩხრეკა ჩაატარეს
მიხაილ ფედოროვმა უკრაინაში არჩევნების ჩატარება მოითხოვა
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
„ქართული ოცნების“ გამოცხადებული ღალატის ქრონიკა
მთავარი თემა
|


ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან



epn.ge (@expressnews.ge)