|
2017-04-21 13:25:00, 2109 ნახვა
პოლიტიკა კომენტარი
აკაკი ზოიძე: ადამიანებს არ ადარდებთ, პრეზიდენტის არჩევა პირდაპირი წესით იქნება, თუ არაპირდაპირით
პარლამენტის ჯანდაცვისა და სოციალურ საკითხთა კომიტეტის თავმჯდომარის აკაკი ზოიძის განცხადებით, ის პრეზიდენტის არჩევის წესსა და საპარლამენტო არჩევნების სისტემაზე პლებისციტის ჩატარებას მიზანშეწონილად არ მიიჩნევს. როგორც ზოიძემ ჟურნალისტებს განუცხადა, ადამიანებს არ ადარდებთ, პრეზიდენტის არჩევა პირდაპირი თუ არაპირიდაპირი წესით. „ეს ის თემებია, რომელთა თაობაზეც პლებისციტის ჩატარება მიზანშეწონილი არ არის, რადგან საუბარია საარჩევნო წესის ნიუანსებსა და ტექნიკურ დეტალებზე. არ მგონია, რომ მოსახლეობის უმეტესობას ჩამოყალიბებული პოზიცია ჰქონდეს იმის თაობაზე, როგორია საპარლამენტო რესპუბლიკის კონსტიტუციური მოწყობა და როგორია - საპრეზიდენტოსი. არ მგონია, რომ ეს მიზანშეწონილი იყოს, რადგან გააჩნია, კითხვის ფორმულირება როგორი იქნება - თუ იკითხავ, ხალხო, პრეზიდენტის არჩევის უფლებას გართმევენ და ამაზე რას ფიქრობთო? - არას გეტყვიან. ადამიანებს არ ადარდებთ, პრეზიდენტის არჩევა პირდაპირი წესით იქნება, თუ არაპირდაპირი წესით. ადამიანებს ქვეყნის ეკონომიკური კეთილდღეობა ადარდებთ, ისევე როგორც ის, რამდენად ეფექტური მთავრობა ეყოლებათ. ეს თითიდან გამოწოვილი პრობლემებია“, - აღნიშნა ზოიძემ.
„დეფიციტის ახალი ტალღა“: რუსეთში ბენზინგასამართი სადგურების 70%-ზე მეტს ბენზინი ამოეწურა
„ყველა, ვისაც შეუძლია, ცდილობს თავისი ფულის გატანოს“ - რუსი მილიარდერები კაპიტალის გადარჩენას ცდილობენ
ღარიბაშვილი: წერილი გამომიგზავნა მამუკა მდინარაძემ
ირაკლი ღარიბაშვილი საპატიმროდან დაპირებულ წერილს ავრცელებს
|
რედაქტორის რჩევით
ომი უკრაინაში
უკრაინა რუსეთს ზედიზედ მესამე დღეა უტევს რეკორდული რაოდენობის დრონებით
ISW: უკრაინის შეიარაღებულმა ძალებმა იანვრის ბოლოდან უკრაინის ტერიტორიის 600 კვადრატულ კილომეტრზე მეტი გაათავისუფლეს
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
„ქართული ოცნების“ გამოცხადებული ღალატის ქრონიკა
მთავარი თემა
|


ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან



epn.ge (@expressnews.ge)