|
2017-04-21 10:08:15, 3550 ნახვა
სპორტი
ჯანელიძე: საფრანგეთის მთავრობასთან აქტიურ კომუნიკაციაში ვართ
„ჩვენ აქტიურ კომუნიკაციაში ვართ საფრანგეთის მთავრობასთან, ჩვენი მოქალაქეები არ დაზარალებულან ამ ტერაქტის შედეგად“,-ამის შესახებ საგარეო საქმეთა მინისტრმა მიხეილ ჯანელიძემ პარიზში გუშინ მომხდარ ტერაქტთან დაკავშირებით განაცხადა. მინისტრმა ფრანგ ხალხს მომხდარის გამო მიუსამძიმრა და აღნიშნა, რომ საფრანგეთისთვის წინასაარჩევნო პერიოდში სტაბილურობა განსაკუთრებით მნიშვნელოვანია. "სამწუხაროდ ვხედავთ, რომ ისლამური სახელმწიფო კიდევ აქტიურია ევროპის მასშტაბით. საფრანგეთი 2015 წლის შემდეგ არის საგანგებო სიტუაციის რეჟიმში და ძალიან ბევრმა ტერაქტმა შეიწირა უდანაშაულო მოსახლეობა. საფრანგეთისთვის განსაკუთრებით წინასაარჩევნო პერიოდში მნიშვნელოვანია სტაბილურობა და მშვიდობა. ჩვენ ვუსურვებთ მშვიდობას და სტაბილურობას საფრანგეთს, ჩვენს პარტნიორ და ძალიან მნიშვნელოვან მეგობარ ქვეყანას",-განაცხადა მიხეილ ჯანელიძემ. შეგახსენებთ, რომ პარიზის ცენტრში უცნობმა პირმა ცეცხლი გახსნა, რის შედეგადაც ერთი სამართალდამცველი დაიღუპა, კიდევ 2 დაშავდა. ცნობისთვის, ერთი თავდამსხმელი ლიკვიდირებულია. მეორემ კი ადგილიდან მიმალვა მოახერხა.
ISW: უკრაინის შეიარაღებულმა ძალებმა იანვრის ბოლოდან უკრაინის ტერიტორიის 600 კვადრატულ კილომეტრზე მეტი გაათავისუფლეს
პუტინი უკრაინასთან ერთად, მოლდოვას დაპყრობის ოპერაციას ამზადებს -New York Times
თურქეთმა შავი ზღვის გავლით რუსული ნავთობის შესყიდვები შეაჩერა
ნატო რუსეთ-ბელორუსის საზღვარზე ხელოვნური ინტელექტით აღჭურვილი დრონების ჯგუფს განათავსებს
|
რედაქტორის რჩევით
ომი უკრაინაში
ISW: უკრაინის შეიარაღებულმა ძალებმა იანვრის ბოლოდან უკრაინის ტერიტორიის 600 კვადრატულ კილომეტრზე მეტი გაათავისუფლეს
პუტინი უკრაინასთან ერთად, მოლდოვას დაპყრობის ოპერაციას ამზადებს -New York Times
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
„ქართული ოცნების“ გამოცხადებული ღალატის ქრონიკა
მთავარი თემა
|


ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან



epn.ge (@expressnews.ge)