|
2017-04-21 01:15:25, 2612 ნახვა
მსოფლიო
საფრანგეთის პოლიციამ თავდამსხმელის სავარაუდო თანამზრახველზე ძებნა გამოაცხადა
საფრანგეთის პოლიციამ თავდამსხმელის სავარაუდო თანამზრახველზე ძებნა გამოაცხადა, - ამის შესახებ AP იუწყება. როგორც Reuters-ი წერს, ერთ-ერთი სავარაუდო დამნაშავე, რომელსაც საფრანგეთის პოლიცია ეძებს, პარიზში მატარებლით, ბელგიიდან ჩავიდა. გარდა ამისა, სხვადასხვა მედიის ცნობით, სამართალდამცველებს აღნიშნულ პირზე ინფორმაცია წინასწარ ჰქონდათ და მასზე დაკავვების ორდერი უკვე გაცემულია. ამასთან, BBC-ის ინფორმაციით, სამართალდამცველები ავტომობილს ამოწმებენ, რომლითაც თავდამსხმელი გადაადგილდებოდა. ცნობისთვის, ერთი თავდამსხმელი ლიკვიდირებულია. მეორემ კი ადგილიდან მიმალვა მოახერხა. შეგახსენებთ, რომ პარიზის ცენტრში უცნობმა პირმა ცეცხლი გახსნა, რის შედეგადაც ერთი სამართალდამცველი დაიღუპა, კიდევ 2 დაშავდა. სამართალდამცველები ტერაქტის ვერსიას განიხილავენ. საფრანგეთის პოლიციამ თავდამსხმელის სავარაუდო თანამზრახველზე ძებნა გამოაცხადა. Reuters ინფორმაციით, ერთ-ერთი სავარაუდო დამნაშავე, რომელსაც საფრანგეთის პოლიცია ეძებს, პარიზში მატარებლით, ბელგიიდან ჩავიდა. ამასთან, როგორც დასავლური მედია წერს, სამართალდამცველები ამოწმებენ ავტომობილს, რომლითაც თავდამსხმელი გადაადგილდებოდა.
|
რედაქტორის რჩევით
რატომ ასამარებს ივანიშვილის რეჟიმი საქართველოს განათლების მყიფე რეპუტაციას, ბარიერები უცხოელი სტუდენტებისთვის
პოლიციის მიერ გორში ნაცემ ახალგაზრდებს საქმეზე საუბარი შანტაჟით აუკრძალეს, გაუთქმელობაზე მოაწერინეს ხელი ადვოკატსაც
ომი უკრაინაში
უკრაინაში რუსული არმია დღეში 300 ადამიანს კარგავს
რუსეთის არმიამ ხარკოვი დრონებითა და რაკეტებით დაბომბა, სამი ადამიანი დაიღუპა და 20-ზე მეტი დაშავდა.
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
ივანიშვილის პარლამენტში თავისუფალი და კრიტიკული მედიის და ჟურნალისტების აკრედიტაცია შეუძლებელი ხდება
დღის თემა
რატომ ასამარებს ივანიშვილის რეჟიმი საქართველოს განათლების მყიფე რეპუტაციას, ბარიერები უცხოელი სტუდენტებისთვის
მთავარი თემა
|


ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან



epn.ge (@expressnews.ge)