|
2015-04-08 20:14:43, 1873 ნახვა
სამხედრო
სკოლის მოსწავლეებმა ავღანეთიდან ჯარისკაცების წერილები მიიღეს
დღეს, საქართველოს თავდაცვის, იუსტიციისა და განათლებისა და მეცნიერების სამინისტროების წარმომადგენლები თბილისის 82-ე და 85-ე საჯარო სკოლებს ესტუმრნენ. საქართველოს შეიარაღებული ძალების მთავარი სერჟანტი ბესიკ ხატიაშვილი და სახმელეთო ჯარების აღმოსავლეთ სარდლობის შტაბის უფროსი, პოლკოვნიკი ჯამბულ ზალოშვილი დაწყებითი კლასის მოსწავლეებს შეხვდნენ და მათ ავღანეთიდან გამოგზავნილი საპასუხო წერილები პირადად გადასცეს. მთავარი სერჟანტი ბესიკ ხატიაშვილი 85-ე საჯარო სკოლაში იმყოფებოდა. მან, ადრესატებთან ერთად, ჯარისკაცების მიერ გამოგზავნილი წერილები წაიკითხა. პოლკოვნიკი ჯამბულ ზალოშვილი 82-ე საჯარო სკოლის მოსწავლეებს შეხვდა. შეხვედრაზე ბავშვებმა სამხედრო მოსამსახურეებთან ქართული ჯარისა და ჯარისკაცების მიმართ საკუთარი დამოკიდებულების შესახებ ისაუბრეს. წერილების ადრესატებს სიტყვით მიმართეს იუსტიციის სამინისტროს სსიპ „დანაშაულის პრევენციის ცენტრის“ ადმინისტრაციული სამმართველოს უფროსმა ვლადიმერ ხელაძემ და საქართველოს განათლებისა და მეცნიერების სამინისტროს პოლიტიკისა და პროგრამების სამმართველოს უფროსმა თამარ მალაზონიამ. მათ პროექტის მნიშვნელობაზე გაამახვილეს ყურადღება და ბავშვებს ქართული ჯარის თანადგომისთვის მადლობა გადაუხადეს. „წერილი ჯარისკაცებს" საქართველოს იუსტიციის, თავდაცვის, განათლებისა და მეცნიერების სამინისტროების ერთობლივი პროექტია, რომელსაც დანაშაულის პრევენციის ცენტრი სტუდენტებთან ერთად ახორციელებს. მის ფარგლებში ქალაქ თბილისისა და საქართველოს რეგიონების სკოლების მოსწავლეები წერილებს უგზავნიან ავღანეთში მყოფ ქართველ სამხედრო მოსამსახურეებს. პროექტის მიზანია, სამშობლოდან შორს მყოფი მებრძოლებისათვის თანადგომისა და მხარდაჭერის გამოხატვა, ასევე მომავალი თაობების პატრიოტული სულისკვეთებით აღზრდა.
სუს-მა დიდი ოდენობით თაღლითობისა და თაღლითობის მცდელობის ფაქტზე, საქართველოს ხუთი და თურქეთის რესპუბლიკის ერთი მოქალაქე დააკავა
სამართალდამცველებმა ჯგუფურად ჩადენილი ქურდობისა და ძარცვის ბრალდებით 5 არასრულწლოვანი დააკავეს
ISW: უკრაინის შეიარაღებულმა ძალებმა იანვრის ბოლოდან უკრაინის ტერიტორიის 600 კვადრატულ კილომეტრზე მეტი გაათავისუფლეს
პუტინი უკრაინასთან ერთად, მოლდოვას დაპყრობის ოპერაციას ამზადებს -New York Times
|
რედაქტორის რჩევით
ომი უკრაინაში
ISW: უკრაინის შეიარაღებულმა ძალებმა იანვრის ბოლოდან უკრაინის ტერიტორიის 600 კვადრატულ კილომეტრზე მეტი გაათავისუფლეს
პუტინი უკრაინასთან ერთად, მოლდოვას დაპყრობის ოპერაციას ამზადებს -New York Times
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
„ქართული ოცნების“ გამოცხადებული ღალატის ქრონიკა
მთავარი თემა
|


ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან



epn.ge (@expressnews.ge)