|
2015-04-08 18:12:11, 400 ნახვა
პოლიტიკა
სესიაშვილი: შთაბეჭდილება დამრჩა, რომ "თავისუფალი დემოკრატებითვის" თავდაცვის სამინისტრო მხოლოდ ალასანიას მმართველობის პერიოდი იყო
თავდაცვისა და უშირეობის კომიტეტის თავმჯდომარე ირაკლი სესიაშვილმა თავდაცვის მინისტრ მინდია ჯანელიძის საკომიტეტო მოსმენა შეაჯამა. როგორც სესიაშვილმა აღნიშნა, გული დაწყდა, რომ დეპუტატებმა პოზიტიურად არ შეაფასეს ის ძალიან მნიშვნელოვანი რეფორმები, რომელიც თავდაცვის უწყებაში განხორციელდა. ირაკლი სესიაშვილმა დეპუტატებს მოუწოდა, თავდაცვის სამინისტროსთან და სხვა ძალოვან უწყებებთან მეტი კავშირი დაამყარონ და კრიტიკული განცხადებები ამის შემდეგ სამართლიანად გააკეთონ. "ამ ტრიბუნიდან მინდა მადლობა გადავუხადო თითოეულ ჯარისკაცს, ოფიცერს, თითოეულ იმ სამოქალაქო პირს, ვინც დღეს ჩვენს ქვეყანას ემსახურება. ამასთანავე, მინდა ბოდიში მოვუხადო მათ იმის გამო, რომ ჩვენ ადამიანებს, რომლებსაც რჩეულები გვქვია, თუნდაც ამ ძალიან მნიშვნელოვანი თემის ირგვლივ გაერთიანების ჩვენება ვერ მოვახერხეთ.ჯარში არიან ჯარისკაცები, ვინც არჩევნებზე ხმას აძლევენ, მათ განსხვავებული პოზიციები აქვთ.მაგრამ ერთმანეთის გვერდიგვერდ იბრძვიან, ერთმანეთის გვერდიგვერდ ვარჯიშობენ, ჭამენ, სვამენ და ემზადებიან ომისთვის, ქვეყნის თავდაცვისთვის და ჩვენ აქ როდესაც რიგ შემთხვევებში უფრო მეტად ვიწრო პოლიტიკურ ინტერესებს ვაყენებთ და ამას ვაჩვენებთ ჩვენს ჯარისკაცებსა და ოფიცრებს, ეს ვერ იქნება ის მუხტი, რიმელიც თითოეულ ჩვენთაგანში შეიძლება იყოს.მე დღეს მოვისმინე ჩვენი ქვეყნის თავდაცვის მინისტრის ანგარიში. პირველ რიგში მადლობა მას და ერთგვარად იმ ტრადიციას, რომელიც მკვიდრდება ჩვენი ხელისუფლების პირობებში და მინისტრები მოდიან პარლამენტის წინაშე და ანგარიშს წარადგენენ, მადლობა ამისთვის.ერთგვარად უნდა მივიღოთ როგორც ვალდებულებად და არა რაღაც კარგი ჟესტი, მაგრამ ძალიან საინტერესო ანგარიში იყო. მე დღეს ერთის მხრივ მოვისმინე პოლიტიკური რაღაც ქილიკი, მეორეს მხრივ მოვისმინე საკუთარი მმართველობის პერიოდში, ან ვიწრიო პოლიტიკური მმართველობის პერიოდში საკუთარი ლიდერების ქება-დიდება და ისეთი შთაბეჭდილება დამრჩა, რომ "თავისუფალი დემოკრატებითვის" თავდაცვის სამინისტრო იყო მხოლოდ ირაკლი ალასანიას მმართველობის პერიოდი და ის პრობლემები, რაც უშაულოდ "თავისუფალ დემოკრატებს" უკავშირდება. მოვისმინე "ნაციონალური მოძრაობის" განცხადებები, რომლებიც მუდმივად აპელირებენ, რომ თავდაცვა დაიწყო "ნაციონალური მოძრაობისგან", მაგრამ ეს რომ ასე არ არის კარგად ვხდებით.ბატონ ირაკლი ჩიქოვანს ბოლო სიტყვებში აბსოლუტურად დავეთანხმები.რომ ჩვენ დღეს აქ ვართ, ხვალ აქ აღარ ვიქნებით.მაგრამ ყოველთვის ჩვენ გაგვაერთიანებს ჩვენი ქვეყნის უსაფრთხოება, ქვეყნის თავდაცვა და ყოველთვის გვედრდიგვერდ ვიდგებით. ამიტომ, გული დამწყდა, რომ ჩვენ პოზიტიურად არ შევაფასეთ ის ძალიან მნიშვნელოვანი რეფორმები, რომელიც განხორციელდა თავდაცვის უწყებაში.მე არ დავიშურებ ქებას არც ერთი ხელისუფლების, არც ერთი მინისტრის პერიოდში განხორციელებულ ყველა კარგ საქმესთან მიმართებაში და არ დავიშურებ კრიტიკას, როგორც წინა მინისტრების, ასევე დღევანდელი მინისტრის საქმიანობასთან მიმართებაში. ასე რომ, მოგიწოდებთ, დეპუტატებო, რომ ჩვენი პოლიტიკური განცხადებებით ჩვენი ქვეყნის თავდაცვიუნარიანობის გაძლიერებას ხელს ვერ შევუწყობთ, უფრო მეტი კავშირი, მეტი ურთიერთობა უნდა გქვონდეს თავდაცვის სამინისტროსთან და სხვა ძალოვან უწყებებთან. თქვენ ვერ დამისახელებთ თქვენს მიერ ბოლო პერიოდში თავდაცვის სამინისტროში განხორციელებულ ვიზიტს, სადაც თქვენ გამოგითქვამთ თქვენი კითხვა, შენიშვნა, ან გიკითხავთ, ვის ულხინს, ვის უჭირს, რა არის გასაკეთებლი, რა რეკომენდაციაა საჭირო. მარტო ველოდებით თავდაცვის მინისტრი როდის მოვა, როდის გააკეთებს განცხადებას.შემდეგ ზოგი ტყუილების კორიანტელით უბრალოდ კითხვაში ჩამოაყალიბებს თავის პოლიტიკურ პოზიციას, ვიღაცა მხოლოდ საკუთარ პოზიციას დაიცავს და რეალურად მხოლოდ ამ ადამიანებმა აქედან რომ წავლენ უნდა იზრუნონ ჩვენი ქვეყნის თავდაცვაზე, რაც აბსოლუტურად მიუღებელია. მოგიწოდებთ გქონდეთ მაქსიმალური კავშირი თავდაცვის სამინისტროსთან",-განაცხადა ირაკლი სესიაშვილმა.
თბილისი პრაიდი: "ოცნებამ" სცადა, ქვიარ ადამიანები საზოგადოებრივი ცხოვრებიდან გავექრეთ
SJC: 17 მაისი საქართველოში „ოჯახის“ იდეის პოლიტიკური ინსტრუმენტალიზაციის სიმბოლური დღეა
ელენე ხოშტარია - ხალხის სიმრავლე და ვერც დრო, ვერ წაშლის 2013 წლის 17 მაისს ჩადენილ ბოროტებას
შიო მესამე - თუ ოჯახში ტრიალებს მძიმე ცოდვა, ისეთი როგორიც არის, მაგალითად, აბორტი, მაშინ ბედნიერებას ვერ ააშენებ, განწირულია ასეთი ოჯახი
|
რედაქტორის რჩევით
ოცნების რეჟიმმა მხარი არ დაუჭირა იმ ადამიანის გასამართლებას, ვინც 412 ქართველის მოკლა და ანწუხელიძე აწამა
„ქართული ოცნების“ ღია ნაცისტური ჰომოფობიუფრი კამპანია, ტყუილები, მითები და დაშინება, ეკლესიის ჩართულობით
ომი უკრაინაში
რუსეთმა ლიმანის „ცეცხლოვანი კერის“ აღების შესახებ წელს მეორედ გამოაცხადა
კიევში გლოვის დღე გამოცხადდა, ბოლო ცნობით, რუსული რაკეტის თავდასხმისას 24 ადამიანი გარდაიცვალა
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
„ქართული ოცნების“ ღია ნაცისტური ჰომოფობიუფრი კამპანია, ტყუილები, მითები და დაშინება, ეკლესიის ჩართულობით
მთავარი თემა
|


ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან



epn.ge (@expressnews.ge)