|
2017-04-20 12:31:52, 2110 ნახვა
ეკონომიკა
მომსახურების სააგენტო და „ტერაბანკი“ მომხმარებელს ვიზა ბარათებით ელექტრონულ გადახდებს სთავაზობენ
საქართველოს ფინანსთა სამინისტროს მომსახურების სააგენტოსა და "ტერაბანკს" შორის ურთიერთთანამშრომლობის მემორანდუმი გაფორმდა. მემორანდუმის თანახმად, www.eauction.ge-ს და "ტერაბანკის" მომხმარებლებს საშუალება ექნებათ, "ტერაბანკის" ვიზა ბარათებით ელექტრონული გადახდები და სხვადასხვა ტიპის ფინანსური ოპერაციები ხელსაყრელი საკომისიო ტარიფით განახორციელონ. მემორანდუმს ხელი ფინანსთა სამინისტროს მომსახურების სააგენტოს გენერალური დირექტორის მოვალეობის შემსრულებელმა, ლევან ძნელაძემ და "ტერაბანკის" კომერციულმა დირექტორმა, ზურაბ აზარაშვილმა მოაწერეს. როგორც ლევან ძნელაძემ აღნიშნა, აღნიშნული მემორანდუმი ელექტრონული კომერციის განვითარების თვალსაზრისით წინ გადადგმული ნაბიჯია. „მომსახურების სააგენტოს მიერ მართულ ელექტრონული აუქციონის სისტემაში შემოდის ახალი საბანკო დაწესებულება, ტერაბანკის სახით, რომლის კომერციული სექტორი იქნება მომართული ელექტრონული აუქციონის მომსახურების სფეროში. ჩვენი სისტემის განვითარების ერთ-ერთი მთავარი მოტივატორი არის საბანკო სექტორის ჩართულობა. მოხარული ვართ, რომ გაფორმებული ხელშეკრულებით ფაქტიურად ტერაბანკს და მის მომხმარებელს და არა მარტო მის მომხმარებელს, შესაძლებლობა ექნება მიიღოს მონაწილეობა ამ პროცესში. ფინანსთა სამინისტროს მომსახურების სააგენტო განაგრძობს ბანკებთან თანამშრომლობას, რათა მომხმარებელს, ელექტრონული ანგარიშსწორების დანერგვისა და განვითარების გზით, მუდმივად შესთავაზოს თანამედროვე და სწრაფი ანგარიშსწორების საშუალებები", - განაცხადა ლევან ძნელაძემ. რაც შეეხება უნაღდო ანგარიშსწორების განვითარებას, "ტერაბანკის" კომერციული დირექტორის ზურაბ აზარაშვილის განმარტებით, ბანკი კლიენტებს მომსახურების კონკურენტულ ტარიფებს სთავაზობს და თანამშრომლობას სხვა სახელმწიფო სტრუქტურებთანაც გეგმავს. „დღეს გაფორმდა ძალიან მნიშვნელოვანი მემორანდუმი ტერაბანკსა და მომსახურების სააგენტოს შორის. აღნიშნული მემორანდუმის თანახმად, ჩვენ აუქციონის ვებგვერდიდან შევთავაზებთ ნებისმიერ კლიენტს ბარათებით გადახდის შესაძლებლობას, საკმაოდ კონკურენტული ტარიფებით. ვიმედოვნებთ, რომ ეს არის ჩვენი ბანკის მხრიდან კიდევ ერთი წინ გადადგმული ნაბიჯი, ქვეყანაში უნაღდო ანგარიშსწორების განვითარების კუთხით და კიდევ ბევრ სახელმწიფო სტრუქტურასთან ავაწყობთ მსგავს სერვისს და შევთავაზებთ მსგავსი ტიპის მომსახურებას", - ზურაბ აზარაშვილმა. (R)
კობახიძე: ჩვენთვის კონკრეტულად ბატონი ფიშერი საერთოდ არ არის ევროპელი
კობახიძე: ჩვენ გვინდა სხვანაირი ევროკავშირი
შსს: ჩოხატაურში ერთი პირი დაჭრეს, ის გარდაიცვალა - პოლიციამ 1 პირი დააკავა
Reuters: უკრაინული დრონების დარტყმების შედეგად რუსეთის ცენტრალურ ნაწილში თითქმის ყველა ნავთობგადამამუშავებელმა ქარხანამ მუშაობა შეაჩერა
|
რედაქტორის რჩევით
რა მოხდა კოპენჰაგენში რაზეც კობახიძე და სამთავრობო მედია დარდობს
რა საფთხე ელოდება ონლაინ მედიას რეჟიმის ახალი ცენზურით
ომი უკრაინაში
სუმზე თავდასხმის დროს ხუთსართულიანი შენობა ჩამოინგრა, 8 ადამიანი დაიჭრა
უკრაინამ ფრონტის ხაზზე საჰაერო თავდაცვის განადგურებით გზა გაუხსნა თავის დრონებს რუსეთზე თავდასხმისთვის
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
რატომ ჰგავს რეჟიმის ინიციატივა, დაამკვიდროს აღვირახსნილი ცენზურა რუსულ მოდელს - განვიხილავთ დეტალურად
მთავარი თემა
|


ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან



epn.ge (@expressnews.ge)