|
2017-04-19 21:29:03, 2047 ნახვა
პოლიტიკა კომენტარი
გომელაური: ვეცადე კითხვებზე ამომწურავი პასუხები გამეცა, გამომდინარე იქიდან, რა უფლებასაც კანონი მაძლევდა
„ვეცადე კითხვებზე ამომწურავი პასუხები გამეცა, გამომდინარე იქიდან, რა უფლებასაც „კონტრდაზვერვის შესახებ“ კანონი მაძლევდა“, - ამის შესახებ სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის ხელმძღვანელმა ვახტანგ გომელაურმა პარლამენტში ანგარიშის წარდგენის შემდეგ ჟურნალისტებს განუცხადა. რაც შეეხება სხდომის დახურულ რეჟიმში გაგრძელებას, გომელაურმა განმარტა, რომ იყო გარკვეული საკითხები, რომელზეც საჯაროდ საუბარი ვერ მოხერხდებოდა. „დეპუტატებმა ბევრი კითხვა დასვეს. ვეცადე მათზე ამომწურავი პასუხები გამეცა, გამომდინარე იქიდან, რა უფლებასაც „კონტრდაზვერვის შესახებ“ კანონი მაძლევდა. ისეთ თემებზე იყოს საუბარი, რომ ღია სხდომაზე ამაზე ვერ ვისაუბრებდით ვერანაირად. ძველი თემები გავიხსენეთ, 2012-მდე, გავიხსენეთ დღევანდელი ახალი თემები, იყო ოთხოზორიას საკითხი და კიდევ სხვადასხვა თემა. ვფიქრობ, ბევრ კითხვაზე გავეცით ამომწურავი პასუხი“, - განაცხადა სუს-ის ხელმძღვანელმა. შეგახსენებთ, პარლამენტში სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის 2016 წლის ანგარიში მოისმინეს. ვახტანგ გომელაურის მოხსენების შემდეგ პარლამენტის სხდომა დაიხურა და ანგარიშის მოსმენა კითხვა-პასუხის რეჟიმში გაგრძელდა. საბოლოოდ, საკანონმდებლო ორგანომ სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის წლიური ანგარიში 93 ხმით ერთის წინააღმდეგ ცნობად მიიღო.
„დეფიციტის ახალი ტალღა“: რუსეთში ბენზინგასამართი სადგურების 70%-ზე მეტს ბენზინი ამოეწურა
„ყველა, ვისაც შეუძლია, ცდილობს თავისი ფულის გატანოს“ - რუსი მილიარდერები კაპიტალის გადარჩენას ცდილობენ
ღარიბაშვილი: წერილი გამომიგზავნა მამუკა მდინარაძემ
ირაკლი ღარიბაშვილი საპატიმროდან დაპირებულ წერილს ავრცელებს
|
რედაქტორის რჩევით
ომი უკრაინაში
უკრაინა რუსეთს ზედიზედ მესამე დღეა უტევს რეკორდული რაოდენობის დრონებით
ISW: უკრაინის შეიარაღებულმა ძალებმა იანვრის ბოლოდან უკრაინის ტერიტორიის 600 კვადრატულ კილომეტრზე მეტი გაათავისუფლეს
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
„ქართული ოცნების“ გამოცხადებული ღალატის ქრონიკა
მთავარი თემა
|


ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან



epn.ge (@expressnews.ge)