|
2017-04-19 20:26:14, 808 ნახვა
რეგიონი
სოფელ წაბლანაში მომხდარი ტრაგედიიდან 28 წელი გავიდა
ხულოს მუნიციპალიტეტის სოფელ წაბლანაში მომხდარი ტრაგედიიდან 28 წელი გავიდა. აჭარის მთავრობის თავმჯდომარე ზურაბ პატარაძე საქართველოს პრემიერ-მინისტრთან გიორგი კვირიკაშვილთან და შინაგან საქმეთა მინისტრთან გიორგი მღებრიშვილთან ერთად სოფელ წაბლანას ეწვია და 1989 წლის 19 აპრილს დაღუპულთა ხსოვნას პატივი მიაგო. ხელისუფლების წარმომადგენლებმა ხსოვნის მემორიალი ყვავილებით შეამკეს და შეკრებილ საზოგადოებას სიტყვით მიმართეს. გიორგი კვირიკაშვილმა აჭარის მაღალმთიანეთის განსაკუთრებულობაზე ისაუბრა და აღნიშნა, რომ ეს კუთხე საოცარია უპირველეს ყოვლისა აქ მცხოვრები ადამიანების თვალსაზრისით. "აქ ცხოვრობენ განსაკუთრებულად კეთილშობილი და განსაკუთრებულად პატრიოტი ადამიანები, ჩვენი ქვეყნის მოყვარული ადამიანები. საქართველოში არაერთი მთიანი კუთხე დაიცალა სამწუხაროდ. საოცარია, როდესაც ვხედავთ, რომ ამ ურთულეს პირობებში ადამიანები არ ტოვებენ საკუთარ სახლ-კარს და ამაგრებენ ამ კუთხეს, ინარჩუნებენ იმ კულტურულ სიმდიდრეს, რომლითაც ასე მდიდარია მთიანი აჭარა. ქედს ვიხრი თითოეული თქვენგანის გმირობის და პატრიოტიზმის წინაშე. დღეს ჩვენ პატივს მივაგებთ წაბლანელების ხსოვნას", - განაცხადა გიორგი კვირიკაშვილმა. პრემიერის თქმით, მთავრობა მაქსიმალურად ცდილობს, სამწუხაროდ წლების მანძილზე გადაუწყვეტელი პრობლემა დღეს გადაწყვიტოს და სტიქიის შედეგად დაზარალებულებს საკუთარი ჭერი ჰქონდეთ. გიორგი კვირიკაშვილის განცხადებით, უკვე გამოყოფილია შესაბამისი დაფინანსება, აჭარის მთავრობის და საქართველოს განსახლებისა და ლტოლვილთა სამინისტროსთან ერთად, პროცესში ჩართულია ინვესტორი კომპანია "აჭარისწყალი" და შენდება საცხოვრებელი, რომელშიც ტრაგედიის შედეგად უსახლკაროდ დარჩენილები თავშესაფარს, მუდმივ ჭერს მიიღებენ. მოსახლეობასთან მიმართვისას პრემიერ-მინისტრმა მაღალმთიან აჭარაში დაგეგმილ პროექტებზეც ისაუბრა. სულ მალე დაიწყება ხულო-ზარზმის, ზულო-ბეშუმის გზა, ასევე მთიანი აჭარის გაზიფიკაცია ხელვაჩაურიდან ხიჭაურამდე. მემორიალთან შეკრებილ საზოგადოებას სიტყვით მიმართა აჭარის მთავრობის თავმჯდომარემ ზურაბ პატარაძემ: ,,28 წელი გავიდა წაბლანის ტრაგედიიდან. მას შემდეგ არაერთი თაობა გაიზარდა. მნიშვნელოვანია დაღუპული ადამიანების ხსოვნა, მათი არდავიწყება, მათდამი სათანადო პატივის მიგება. დღეს ჩვენ ერთად ვიხსენებთ ამ ხალხს და ვართ ერთიანნი ჩვენი რეგიონისა და ქვეყნის უკეთესი მომავლისათვის ბრძოლაში". ხულოს მუნიციპალიტეტის სოფელ წაბლანაში 1989 წლის 19 აპრილს მეწყერი ჩამოწვა, რომელმაც 23 ადამიანის სიცოცხლე იმსხვერპლა, მათ შორის სამი ბავშვის.
(NS)
დემოკრატი სენატორი რუსეთის წინააღმდეგ სანქციების დაწესებას მოუწოდებს „ლინდსი გრეჰემის ხსოვნისადმი“
ირანი აცხადებს, რომ ქუვეითში ამერიკული HIMARS-ის რაკეტმზიდები გაანადგურა
გარემოს ეროვნული სააგენტო -თელავში მოსულმა უხვმა ატმოსფერულმა ნალექმა მდინარე თელავისხევის აუზში ღვარცოფული პროცესების მკვეთრი გააქტიურება გამოიწვია
ზელენსკი უკრაინის პრემიერ-მინისტრს და ძალოვან მინისტრებს ცვლის
|
რედაქტორის რჩევით
საქართველოს მოსახლეობის რიცხვი იზრდება, მაგრამ არა ეთნიკური ქართველების ხარჯზე - რატომ გარბიან ქართველები ქვეყნიდან?
ევროკავშირის ახალი ინიციატივები აზერბაიჯანისთვის და სომხეთისთვის, საქართველო ბორტს მიღმაა
ომი უკრაინაში
ზელენსკი უკრაინის პრემიერ-მინისტრს და ძალოვან მინისტრებს ცვლის
უკრაინამ სიზრანის ნავთობგადამამუშავებელ ქარხანას, ოთხ ბორანსა და 10 ტანკერს დაარტყა
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
საქართველოს მოსახლეობის რიცხვი იზრდება, მაგრამ არა ეთნიკური ქართველების ხარჯზე - რატომ გარბიან ქართველები ქვეყნიდან?
მთავარი თემა
|


ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან



epn.ge (@expressnews.ge)