|
2017-04-19 12:59:07, 2226 ნახვა
პოლიტიკა კომენტარი
კალაძე: დარწმუნებული ვარ, კომისია მიიღებს ისეთ კონსტიტუციას, რომელიც ქვეყანას სჭირდება
ვიცე-პრემიერმა, ენერგეტიკის მინისტრმა კახა კალაძემ საკონსტიტუციო კომისიის მუშაობა შეაფასა. როგორც კალაძემ აღნიშნა, კომისიამ შრომატევადი სამუშაო განახორციელა. იგი დარწმუნებულია, რომ მიიღებენ ისეთ კონსტიტუციას, რომელიც ქვეყანას სჭირდება. „ბოლო ინფორმაცია არ მაქვს კონკრეტული პარტიების, თუ პიროვნებების პოლიტიკურ გადაწყვეტილებებზე, თუმცა გავრცელებული იყო ინფორმაცია, რომ გარკვეული არასამთავრობოები და კონკრეტული პიროვნებები კომისიის დატოვებას გეგმავდნენ. ეს იქნებოდა მათი მხრიდან პოლიტიკური ნაბიჯი, რომ ბოიკოტს უცხადებდნენ საკონსტიტუციო კომისიას. ცხადია, კომისიამ შრომატევადი სამუშაო განახორციელა. ექსპერტები, პოლიტიკური პარტიები, არასამთავრობო ორგანიზაციები იყვნენ ჩართული ამ პროცესში. მთავარი და მნიშვნელოვანი არის ის, რომ ჩვენ მივიღოთ ისეთი კონსტიტუცია, რომელიც ჩვენს ქვეყანას სჭირდება. შესაბამისად, ვენეციის კომისია როდესაც დაიწყებს განხილვას, ალბათ, იქნება რეკომენდაციები მათი მხრიდან და შესაბამისად იქნება ყველაფერი გათვალისწინებული. თუმცა, მე დარწმუნებული ვარ, საკონსტიტუციო კომისია მიიღებს ისეთ კონსტიტუციას, რომელიც იქნება გასწორებული, რომელიც სჭირდება ჩვენს ქვეყანას“, - აღნიშნა კახა კალაძემ. მისივე აზრით, ლეგიტიმაციის მიმართულებით პრობლემა არ შეიქმნება.
„დეფიციტის ახალი ტალღა“: რუსეთში ბენზინგასამართი სადგურების 70%-ზე მეტს ბენზინი ამოეწურა
„ყველა, ვისაც შეუძლია, ცდილობს თავისი ფულის გატანოს“ - რუსი მილიარდერები კაპიტალის გადარჩენას ცდილობენ
ღარიბაშვილი: წერილი გამომიგზავნა მამუკა მდინარაძემ
ირაკლი ღარიბაშვილი საპატიმროდან დაპირებულ წერილს ავრცელებს
|
რედაქტორის რჩევით
ომი უკრაინაში
უკრაინა რუსეთს ზედიზედ მესამე დღეა უტევს რეკორდული რაოდენობის დრონებით
ISW: უკრაინის შეიარაღებულმა ძალებმა იანვრის ბოლოდან უკრაინის ტერიტორიის 600 კვადრატულ კილომეტრზე მეტი გაათავისუფლეს
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
„ქართული ოცნების“ გამოცხადებული ღალატის ქრონიკა
მთავარი თემა
|


ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან



epn.ge (@expressnews.ge)