23:19 - 10 Jun, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2017-04-19 08:57:06, 2393 ნახვა

მსოფლიო
სროლა კალიფორნიაში - არის მსხვერპლი

კალიფორნიის ქალაქ ფრესნონში სროლა მოხდა, რის შედეგადაც 3 ადამიანი დაიღუპა და 1 დაშავდა, - ამის შესახებ BBC იუწყება.

მედია საშუალების ინფორმაციით, ცეცხლი შეიარაღებულმა მამაკაცმა გახსნა. სამართალდამცველების თქმით, ეჭვმიტანილი 39 წლის კორი ალი მუჰამედია, რომელიც არაბულ ენაზე ყვიროდა - „ღმერთი დიდია“.

თავდამსხმელი გასულ კვირაში ჩადენილი სასტუმროს უსაფრთხოების თანამშრომლის მკვლელობისთვის იძებნებოდა. 

როგორც პოლიციის უფროსმა აღნიშნა, ყველაფერი იმას მიუთითებს, რომ ეწვმიტანილი მარტო მოქმედებდა. მისივე ინფორმაციით, ჯერჯერობით, არცერთი მტკიცებულება არ არსებობს იმის დასადასტურებლად, რომ საქმე ტერორისტულ აქტს ეხება. 

BBC-ის ინფორმაციით, სამართალდამცავები ყურადღებას იმ ფაქტზე ამახვილებენ, რომ 3 გარდაცვლილი და 1 დაჭრილი ადამიანი თეთრკანიანია, ხოლო ეჭვმიტანილი თეთრკანიანების მიმართ სიძულვილს სოციალურ ქსელ Facebook-ის სტატუსებში გამოხატავდა. 

გავრცელებული ცნობით, თავდამსხმელმა 16-ჯერ გაისროლა. 





ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან


სოციალური ქსელები
ტრამპი ფაშინიანს არჩევნებში გამარჯვებას ულოცავს
როგორ შეცვალა ციფრულმა განვადებამ E-commerce გაყიდვები საქართველოში
ივანიშვილის ყოფილი პირადი მცველი შს მინისტრის მოადგილედ დაინიშნა
ნანუკა ჟორჟოლიანი ენმ-სთან კონსულტაციებს ადასტურებს
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics