21:58 - 10 Jun, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2017-04-18 15:52:04, 2245 ნახვა

მსოფლიო
Human Right Watch: აშშ-ის სამხედროებმა ალეპოში მშვიდობიანი მოსახლეობა იმსხვერპლეს

ადამიანის უფლებათა დაცვის ორგანიზაცია Human Right Watch-მა ამერიკის შეერთებული შტატების მიერ სირიაში, ქალაქ ალეპოს ერთ-ერთ მეჩეთზე 16 მარტს განხორციელებულ ავიაირიშთან დაკავშირებით ანგარიში გამოაქვეყნა.

როგორც ორგანიზაციის ანგარიშშია ნათქვამი, აშშ-ის შეიარაღებულმა ძალებმა შესაბამისი ზომები  არ მიიღეს, რათა ავიაიერიშის განხორციელებისას მშვიდობიანი მოქალაქეების დაღუპვა თავიდან აერიდებინათ.

ამასთან, ანგარიშის თანახმად, აშშ-ის შეიარაღებულმა ძალებმა ვერ განსაზღვრეს, რომ მათ მიერ იერიშისთვის შერჩეული ობიექტი წარმოადგენდა მეჩეთს, რომელშიც მალე ლოცვა უნდა დაწყებულიყო. შესაბამისად, მეჩეთში მშვიდობიანი მოქალაქეები იმყოფებოდნენ. 

Human Right Watch-ის თქმით, მათ მეჩეთში რომელიმე ტერორისტული დაჯგუფების წარმომადგენლის ყოფნის დამადასტურებელ მტკიცებულებებს ვერ მიაკვლიეს. ორგანიზაციის განცხადებით, მათ 14 სირიელი მოქალაქე, მათ შორის 4 ადამიანი გამოკითხეს, რომელიც იერიშისას მეჩეთში იმყოფებოდა. 

ორგანიზაცია ამერიკას მოუწოდებს, ალეპოზე განხორციელებული ავიაიერიშის შესახებ გამოძიება დაუყოვნებლივ დაიწყონ, რათა შემდგომში მშვიდობიანი მოქალაქეების დაღუპვა თავიდან აიცილონ.

შეგახსენებთ, რომ ალეპოს პროვინციაში, სოფელ ალ-ჯინში მდებარე მეჩეთზე მომხდარი დაბომბვის შედეგად 42-ზე მეტი ადამიანი დაიღუპა, 100-მდე კი მძიმედ დაშავდა. 





ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან


სოციალური ქსელები
ნანუკა ჟორჟოლიანი ენმ-სთან კონსულტაციებს ადასტურებს
4 ოქტომბრის საქმეზე დაკავებული კიდევ 6 პირი საპროცესო შეთანხმებით გაათავისუფლეს
გალტ & თაგარტის ჩართულობით, ინვესტორებმა UzNIF-ის ისტორიულ IPO-ში მონაწილეობა მიიღეს
SOLO და სუხიშვილები წარმოგიდგენთ: "თაკარა" - ვინილი, რომელიც მოძრაობას ბგერად აქცევს
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics