|
2017-04-18 14:34:43, 2064 ნახვა
ეკონომიკა
დიმიტრი ქუმსიშვილი საერთაშორისო სავალუტო ფონდისა და მსოფლიო ბანკის წლიურ შეხვედრაში მიიღებს მონაწილეობას
პირველი ვიცე-პრემიერი, ფინანსთა მინისტრი დიმიტრი ქუმსიშვილი, აშშ-ში სამუშაო ვიზიტის ფარგლებში, მონაწილეობას მიიღებს საერთაშორისო სავალუტო ფონდისა და მსოფლიო ბანკის წლიურ შეხვედრაში, რომლის დროსაც შეხვედრებს გამართავს საერთაშორისო საფინანსო ორგანიზაციებისა და ინვესტორი კომპანიების ხელმძღვანელ პირებთან. ფინანსთა სამინისტროს ინფორმაციით, ვიზიტის ფარგლებში, დიმიტრი ქუმსიშვილი, როგორც ფინანსთა მინისტრი და მსოფლიო ბანკის მმართველი დირექტორი საქართველოდან, პირველად მიიღებს მონაწილეობას სსფ-ისა და მსოფლიო ბანკის წლიურ შეხვედრაში, რომლის დროსაც დაგეგმილია მისი შეხვედრები აღნიშნული საფინანსო ორგანიზაციების მაღალი თანამდებობის პირებთან. გარდა ამისა, საქართველოს პირველი ვიცე-პრემიერი შეხვედრებს გამართავს წლიურ შეხვედრაში მონაწილე სხვა ქვეყნების წარმომადგენლებთან, მათ შორის, ევროკომისიის ევროპული სამეზობლო პოლიტიკისა და გაფართოების საკითხებში გენერალური დირექტორატის ხელმძღვანელის მოადგილესთან, კატარინა მატერნოვასთან, რომლის დროსაც განიხილება საქართველოსა და ევროკავშირს შორის თანამშრომლობის აქტუალური საკითხები. აგრეთვე, დაგეგმილია დიმიტრი ქუმსიშვილის შეხვედრები წლიურ შეხვედრაში მონაწილე მსხვილი ბიზნესის წარმომადგენლებთან. აშშ-ში გამართულ შეხვედრებს, ასევე, დაესწრება ფინანსთა მინისტრის მოადგილე ნიკოლოზ გაგუა.
(NS)
კიდევ ხუთმა რეგიონში დაიწყო მამაკაცების დაკავება იძულებითი გაწვევისთვის
ნატოს თვითმფრინავებმა კალინინგრადის მახლობლად ოპერაცია ჩაატარეს
სუს: 2025 წლის 17 აგვისტოს სოფელ პერევის მიმდებარედ უკანონოდ დაკავებული საქართველოს მოქალაქე თავისუფალია
პუტინი: ჩვენს ინფრასტრუქტურაზე კიევის იერიშები ზიანს იწვევს, თუმცა ეს კრიტიკული ვერ იქნება
|
რედაქტორის რჩევით
ომი უკრაინაში
ანტიკორუფციულმა ორგანოებმა ზელენსკის ოფისის უფროსის მოადგილის სახლში ჩხრეკა ჩაატარეს
მიხაილ ფედოროვმა უკრაინაში არჩევნების ჩატარება მოითხოვა
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
„ქართული ოცნების“ გამოცხადებული ღალატის ქრონიკა
მთავარი თემა
|


ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან



epn.ge (@expressnews.ge)