|
2015-04-08 16:29:25, 1099 ნახვა
ეკონომიკა
„ვითიბი“ ჯგუფი აღიარეს, როგორც ყველაზე მიმზიდველი დამსაქმებელი, ფინანსური მომსახურების სფეროში
„ვითიბი“ ჯგუფმა, Randstad Award 2015–ის პრესტიჟულ რეიტინგში, მოიპოვა ჯილდო ნომინაციაში, „წლის ყველაზე მიმზიდველი დამსაქმებელი, ფინანსური მომსახურების სფეროში“. Randstad Award – არის ერთადერთი ჯილდო, თავის სფეროში, რომელიც ასახავს ხალხის რეალურ მოსაზრებას: რას ფიქრობენ ისინი რეალურად, ამა თუ იმ კომპანიის შესახებ. კვლევა ფოკუსირდება სამ ძირითად ასპექტზე: ბრენდის ცნობადობა, მისი, როგორც დამსაქმებლის, აბსოლუტური და შედარებითი მიმზიდველობა. რესპოდენტები, პირველ რიგში, აფასებდნენ დამსაქმებლის შერჩევის საკვანძო კრიტერიუმების მნიშვნელობას და ასევე პასუხობდნენ დამატებით კითხვებს. მათ შორის – ქცევა და უპირატესობა შრომის ბაზარზე, სამუშაო ადგილის გამოცვლის მიზეზები და გეგმები, ფაქტორები, რომლებმაც განაპირობეს თანამშრომლობის გაგრძელება არსებულ დამსაქმებელთან, დასაქმების შესაძლებლობების შესახებ ინფორმაციის მოძიების თანამედროვე არხები. ცნობისთვის, Randstad Award — თავისი კონცეფციით, წარმოადგენს უნიკალურ ჯილდოს, რომელიც ყველაზე მიმზიდველ დამსაქმებელს ენიჭება, დამოუკიდებელი ონლაინ–გამოკითხვის შედეგების მიხედვით. Randstad Award ფუნქციონირებს 2000 წლიდან და დღესდღეობით წარმოადგენს მსოფლიოში უმსხვილეს დამოუკიდებელ კვლევას, სფეროში „employer branding“ – დამსაქმებლის ბრენდის მიმზიდველობა. დღეის მდგომარეობით, კვლევა მოიცავს მთელი მსოფლიოს 3000–ზე მეტ კომპანიას.
პოლონეთმა ისტორიაში ყველაზე მასშტაბური სამხედრო აღლუმი გამართა
სამარაში უკრაინელებმა დააზიანეს ცენტრი რომელიც „სოიუზის“ რაკეტების მიკროელექტრონული კომპონენტებს აწყობს
რუსეთში ბენზინის დეფიციტი საწვავის კრიზისის პიკს უბრუნდება
პირადი ცხოვრების ამსახველი ფოტოები უკანონოდ მოიპოვა და გაავრცელა- კახეთში 1 პირი დააკავეს
|
რედაქტორის რჩევით
ომი უკრაინაში
ISW: უკრაინის შეიარაღებულმა ძალებმა იანვრის ბოლოდან უკრაინის ტერიტორიის 600 კვადრატულ კილომეტრზე მეტი გაათავისუფლეს
პუტინი უკრაინასთან ერთად, მოლდოვას დაპყრობის ოპერაციას ამზადებს -New York Times
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
„ქართული ოცნების“ გამოცხადებული ღალატის ქრონიკა
მთავარი თემა
|


ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან



epn.ge (@expressnews.ge)