15:42 - 30 Jun, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2017-04-18 12:08:10, 2089 ნახვა

პოლიტიკა
ლევან იზორია ორდღიანი სამუშაო ვიზიტით საფრანგეთში გაემგზავრა

საქართველოს თავდაცვის მინისტრი ორდღიანი სამუშაო ვიზიტით საფრანგეთის რესპუბლიკაში გაემგზავრა.

თავდაცვის სამინისტროს ინფორმაციით, ლევან იზორიას ფრანგი კოლეგა ჟან-ივ ლე დრიანი უმასპინძლებს.

უწყების ცნობით, პირისპირ საუბრისას მინისტრები საქართველოსა და საფრანგეთს შორის თავდაცვის სფეროში ორმხრივი თანამშრომლობის მიმართულებებს განიხილავენ. საუბარი შეეხება ნატო-საქართველოს არსებითი პაკეტით (SNGP) გათვალისწინებულ ერთ-ერთ ინიციატივაში ფრანგული მხარის ჩართულობას. 

სამუშაო ვიზიტის ფარგლებში საქართველოს თავდაცვის მინისტრი ტრიუმფალურ თაღთან ცეცხლის გაღვივების ცერემონიალშიც მიიღებს მონაწილეობას, რომელიც საომარი მოქმედებების დროს დაღუპულ ჯარისკაცთა ხსოვნას მიეძღვნება.





ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან


სოციალური ქსელები
თამარ ლორთქიფანიძეს საპროცესო შეთანხმება გაუფორმდა
წარმატებული მოლაპარაკებები ბიზნესში - გაიარე სრულად დაფინანსებული ბიზნესკურსი
ზელენსკის თქმით, უკრაინამ მოსკოვის რეგიონში მდებარე დუბნას კოსმოსური კომუნიკაციების ცენტრს მეორედ დაარტყეს
კახა კალაძე; პეტერ ფიშერი არის მაგალითი იმისა, თუ როგორი არ უნდა იყოს ელჩი
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics