|
2017-04-18 11:49:57, 2047 ნახვა
პოლიტიკა საზოგადოება
მიხეილ ჯანელიძე: ირანთან ორმხრივი ვაჭრობა 50%-ით გაიზარდა
საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრის მიხეილ ჯანელიძის განცხადებით, ირანთან ორმხრივი ვაჭრობა 50%-ით გაიზარდა. როგორც ჯანელიძემ ირანელ კოლეგასთან შეხვედრის შემდეგ ერთობვლივ კონფერენციაზე განაცხადა, ირანში საქართველოსთვის ხელსაყრელ ბიზნეს საინვესტიციო კლიმატია. „თუნდაც, ის ფაქტი, რომ ბოლო ერთი წლის განმავლობაში დაფიქსირდა ირანული ინვესტიციების 90%-იანი ზრდა. ამასთან, გასულ წელს საფუძველი ჩაეყარა სუფსის ნავთობგადამამუშავებელ საწარმოს პროექტს, რომლის ჯამური ინვესტიცია 1.5 მილიარდია და მხარეები აქტიურად მუშაობენ პროექტის განხორციელებაზე“, - აღნიშნა ჯანელიძემ. ამასთან, მინისტრის შეფასებით, ურთიერთობის ერთ-ერთ მთავარ მიმართულებას ტურისტების მზარდი დინამიკა წარმოადგენს. „2016 წელს ირანელი ტურისტების რაოდენობა საქართველოში 5-ჯერ გაიზარდა და ეს ტენდენცია გრძელდება. ტურიზმის სფეროში თანამშრომლობა ხელს შეუწყობს საქართველოსა და ირანს შორის პირდაპირ ავიაფრენებს“, - განაცხადა მიხეილ ჯანელიძემ. მიხეილ ჯანელიძემ ირანელ კოლეგას საქართველოს ტერიტორიული მთლიანობისა და სუვერენიტეტის მხარდაჭერისთვის მადლობა გადაუხადა.
|
რედაქტორის რჩევით
რატომ უნდა ივანიშვილი-კობახიძის დუეტს მოსახლეობის უფრო მეტად გაღატაკება
რატომ იყენებს სიტყვა „რეჟიმს“ კრიტიკული მედია და როგორ ებრძვის ივანიშვილის ხელისუფლება ტერმინებს
ომი უკრაინაში
ზელენსკიმ კიევში დარტყმის ადგილები მოინახულა
რუსეთმა უკრაინის მიმართულებით 600 დრონი და 90 რაკეტა გაუშვა, მათ შორის „ორეშნიკი“
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
თბილისში ტრამპ თაუერის აშენება ივანიშვილის შვილის ნაწილობრივ საკუთრებაში არსებულ მიწაზე იგეგმება
დღის თემა
|


ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან



epn.ge (@expressnews.ge)