|
2017-04-18 11:21:00, 1329 ნახვა
საზოგადოება
იაპონიაში ქართული ღვინი წარადგინეს
იაპონიის დედაქალაქ ტოკიოში საერთაშორისო გამოფენა ,,Wine and Gourmet Japan 2017” გაიმართა, სადაც ღვინის ეროვნული სააგენტოს ორგანიზებით და იაპონიაში საქართველოს საელჩოს მხარდაჭერით, 14 ქართული ღვინის კომპანია იყო წარმოდგენილი. სოფლის მეურნეობის სამინისტროს ინფორმაციით, გამოფენის ფარგლებში სპეციალური ღონისძიება, სემინარი-დეგუსტაცია„საქართველო - 8 ათასი რთველი“გაიმართა, რომელსაც ღვინის ეროვნული სააგენტოს მარკეტინგისა და საზოგადოებასთან ურთიერთობის დეპარტამენტის უფროსი ირაკლი ჩოლობარგია უძღვებოდა. სემინარის მიმართ ღვინის პროფესიონალებისა და ადგილობრივი მედიის მხრიდან ინტერესი დიდი იყო - მასზე დასასწრებად ცნობილი სომელიეები და ღვინის პროფესიონალები იაპონიის სხვადასხვა პრეფექტურიდან ჩამოვიდნენ. უწყების ინფორმაციით, გამოფენას საქართველოს საგანგებო და სრულუფლებიანი ელჩი იაპონიაში ლევან ცინცაძე დაესწრო. ელჩი იმედოვნებს, რომ მსგავს ღონისძიებებში მონაწილეობა ხელს შეუწყობს ქართული ღვინის იმპორტის ზრდას იაპონიაში. „ქართული ღვინის ცნობადობა იაპონიაში ყოველწლიურად იზრდება, რაც გამოწვეულია ღვინის ეროვნული სააგენტოსა და ჩვენი საელჩოს ერთობლივი ძალისხმევით. ქართული ღვინის იმპორტი წლიდან წლამდე 15-20%-ით იზრდება. იაპონიის ბაზარს ყოველწლიურად მინიმუმ სამი იმპორტიორო კომპანია ემატება, რომელსაც ქართული ღვინო შემოაქვს, რაც გვაძლევს იმის იმედს, რომ მომავალში საქართველოდან იაპონიაში ღვინის ექსპორტი კიდევ უფრო გაიზრდება. ქართული ღვინო, განსაკუთრებით ქვევრის ღვინო,ძალიან კარგად ეხამება იაპონურ სამზარეულოს, რაც ძალიან მნიშვნელოვანი ფაქტორია“ - აღნიშნა ლევან ცინცაძემ. ღვინის ეროვნული სააგენტოს მარკეტინგისა და საზოგადოებასთან ურთიერთობის დეპარტამენტის უფროსის განცხადებით ირაკლი ჩოლობარგიას განცხადებით, იაპონია 2014 წელს გამოიკვეთა როგორც ქართული ღვინის ექსპორტისთვის ერთ-ერთი პოტენციურად მზარდი ბაზარი. „იაპონიაში სამომავლოდ მასშტაბური მარკეტინგული კამპანიები გვაქვს დაგეგმილი, თუმცა 2015 წლიდან ჩვენ უკვე ვიღებთ მონაწილეობას ორ მნიშვნელოვან გამოფენაში „FoodEx Japan” და „Wine and Gourmet“, რომელთა ფარგლებში ასევე ცალკე იმართება ქართული ღვინის სემინარები და დეგუსტაციები. აღნიშნულ გამოფენებში მონაწილეობა იაპონიაში პროდუქციის პოპულარიზაციის, მის ბაზარზე დამკვიდრების და ადგილობრივი დისტრიბუტორი კომპანიების მოძიების საუკეთესო გზას წარმოადგენს. ქართულ ღვინოს თავისი უნიკალურობიდან და მრავალფეროვნებიდან გამომდინარე, დიდი პოტენციალი აქვსდამკვიდრდეს იაპონიის ბაზარზე - საქართველოს ბევრი აქვს შესათავაზებელი ამ ბაზრისთვის“ - აღნიშნა ჩოლობარგიამ. საქართველოს ერთიან სტენდზე წარმოდგენილი იყო 14 ქართული ღვინის მწარმოებელი კომპანია: „თელავის ღვინის მარანი“, „თბილღვინო“, „კორპორაცია ქართული ღვინო“, ,,იმერი“, „კახური“, „კახური ტრადიციული მეღვინოება“, „ვაინმენი“, „მარანული“, „შილდა“, „გიუაანი“ „დუგლაძეების ღვინის კომპანია“, ,,შუმი“, ,,საწნახელი“ და „როიალ ხვანჭკარა“. 2017 წელს „Wine and Gourmet Japan“ -ს 75 ათასზე მეტი ვიზიტორი ესტუმრა. ის ერთ-ერთ ყველაზე მნიშვნელოვან გამოფენად ითვლება აზიის მასშტაბით. (NS)
|
რედაქტორის რჩევით
რატომ უნდა ივანიშვილი-კობახიძის დუეტს მოსახლეობის უფრო მეტად გაღატაკება
რატომ იყენებს სიტყვა „რეჟიმს“ კრიტიკული მედია და როგორ ებრძვის ივანიშვილის ხელისუფლება ტერმინებს
ომი უკრაინაში
ზელენსკიმ კიევში დარტყმის ადგილები მოინახულა
რუსეთმა უკრაინის მიმართულებით 600 დრონი და 90 რაკეტა გაუშვა, მათ შორის „ორეშნიკი“
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
თბილისში ტრამპ თაუერის აშენება ივანიშვილის შვილის ნაწილობრივ საკუთრებაში არსებულ მიწაზე იგეგმება
დღის თემა
|


ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან



epn.ge (@expressnews.ge)