|
2017-04-18 10:49:11, 1522 ნახვა
საზოგადოება
„პაშა ბანკმა“ სააღდგომოდ 1000 ძირი მუხა დარგო
პაშა ბანკმა კლიენტებს და პარტნიორებს აღდგომის დღესასწაული წელსაც განსხვავებული ფორმით, ამჯერად „მწვანე პროექტით“, მიულოცა. ბანკის ინიციატივით აჯამეთის დაცულ ტერიტორიაზე დაირგო 1000 ძირი ქართული მუხა (Quercus Iberica) და იმერული მუხა (Quercus Imeretina). ეს უკანასკნელი შესულია წითელ ნუსხაში და მინიჭებული აქვს გადაშენების საფრთხის პირას მყოფი მცენარის სტატუსი. აღნიშნული ნერგები დაირგო აჯამეთის აღკვეთილში გამოყოფილ ერთ-ერთი უბანზე, სადაც ქართული მუხისა და იმერული მუხის აღდგენის პროცესი მიმდინარეობს. დარგვით სამუშაოებში ასევე ჩაერთნენ საქართველოს დაცული ტერიტორიების სააგენტოს წარმომადგენლები და ადგილობრივი სკოლის მოსწავლეები. „პაშა ბანკში დიდ ყურადღებას ვუთმობთ კორპორატიულ სოციალურ პასუხისმგებლობას, რასაც ადასტურებს ჩვენ მიერ განხორციელებული არაერთი საქველმოქმედო თუ სოციალური აქტივობა. წელს გადავწყვიტეთ მეტი რესურსი დავუთმოთ გარემოს დაცვით პროექტებს და ამ საქმეში ჩვენი პარტნიორები და კლიენტებიც ჩავრთეთ. მოხარული ვართ, რომ კომპანია „თრიფექსთან“ ერთად კიდევ ერთხელ მოგვეცა საშუალება, ტყის აღდგენის პროცესში მიგვეღო მონაწილეობა და გავაკეთოთ სამომავლოდ სასარგებლო საქმე.“ - განაცხადა პაშა ბანკის საზოგადოებასთან ურთიერთობის და მარკეტინგის დეპარტამენტის უფროსმა, ანანო ქორქიამ. „ჩვენ მოხარული ვართ, რომ პაშა ბანკი ჩაერთო გამწვანების აქციაში. განსაკუთრებით მნიშვნელოვანია აჯამეთის აღკვეთილის განახლება, რომელიც ტყის ორგანიზაციის და განვითარების 10-წლიანი გეგმის შესაბამისად ხორციელდება. აღნიშნული პროგრამის ფარგლებში გაშენდება იმერული მუხის და ძელქვის ნარგავები, მოეწყობა სანერგე მეურნეობა. იმედი გვაქვს, რომ პაშა ბანკი გააგრძელებს ამ მიმართულებით მუშაობას და წამოწყებაში სხვა კომპანიებიც ჩაერთვებიან“. - აღნიშნა თომა დეკანოიძემ, დაცული ტერიტორიების სააგენტოს თავმჯდომარეობის მოვალეობის შემსრულებელმა. შეგახსენებთ, რომ საახალწლოდ პაშა ბანკის ინიცირებით ბორჯომის მახლობლად 260 ჰექტარი გადამწვარი ტყის აღდგენითი სამუშაოების ფარგლებში 2017 ძირი ქართული ფიჭვის ნერგი დაირგო. ბანკი სამომავლოდაც გეგმავს ეკო პროექტების განხორციელებას.
(R)
|
რედაქტორის რჩევით
რატომ უნდა ივანიშვილი-კობახიძის დუეტს მოსახლეობის უფრო მეტად გაღატაკება
რატომ იყენებს სიტყვა „რეჟიმს“ კრიტიკული მედია და როგორ ებრძვის ივანიშვილის ხელისუფლება ტერმინებს
ომი უკრაინაში
ზელენსკიმ კიევში დარტყმის ადგილები მოინახულა
რუსეთმა უკრაინის მიმართულებით 600 დრონი და 90 რაკეტა გაუშვა, მათ შორის „ორეშნიკი“
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
თბილისში ტრამპ თაუერის აშენება ივანიშვილის შვილის ნაწილობრივ საკუთრებაში არსებულ მიწაზე იგეგმება
დღის თემა
|


ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან



epn.ge (@expressnews.ge)