|
2017-04-16 22:50:49, 1721 ნახვა
საზოგადოება
გიორგი მღებრიშვილი აღდგომის დღესასწაულს პოლიციელებთან და ჯარისკაცებთან ერთად შეხვდა
შინაგან საქმეთა მინისტრი გიორგი მღებრიშვილი შსს-ს განსაკუთრებულ დავალებათა დეპარტამენტის პირველი სამმართველოს ბაზაზე მოქმედ წმინდა გიორგის სახელობის ეკლესიაში სააღდგომო ლიტურგიას ოჯახთან ერთად დაესწრო. შს მინისტრთან ერთად, ლიტურგიაზე განსაკუთრებულ დავალებათა დეპარტამენტის ხელმძღვანელები, პოლიციელები და ჯარისკაცები იმყოფებოდნენ. გიორგი მღებრიშვილმა შსს-ს თანამშრომლებს აღდგომის ბრწყინვალე დღესასწაულის დადგომა მიულოცა და წარმატებები უსურვა. განსაკუთრებულ დავალებათა პირველი სამმართველოს ბაზაზე წმინდა გიორგის სახელობის ეკლესია, შსს-ს განსაკუთრებულ დავალებათა დეპარტამენტის თანამშრომლების ინიციატივით და მხარდაჭერით, 2016 წელს აშენდა. შსს-ს თანამშრომლები, მატერიალური შემოწირულობის გარდა, ეკლესიის მშენებლობაში თავადაც მონაწილეობდნენ. (NS)
|
რედაქტორის რჩევით
რატომ უნდა ივანიშვილი-კობახიძის დუეტს მოსახლეობის უფრო მეტად გაღატაკება
რატომ იყენებს სიტყვა „რეჟიმს“ კრიტიკული მედია და როგორ ებრძვის ივანიშვილის ხელისუფლება ტერმინებს
ომი უკრაინაში
ზელენსკიმ კიევში დარტყმის ადგილები მოინახულა
რუსეთმა უკრაინის მიმართულებით 600 დრონი და 90 რაკეტა გაუშვა, მათ შორის „ორეშნიკი“
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
თბილისში ტრამპ თაუერის აშენება ივანიშვილის შვილის ნაწილობრივ საკუთრებაში არსებულ მიწაზე იგეგმება
დღის თემა
|


ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან



epn.ge (@expressnews.ge)