|
2017-04-14 12:19:33, 1501 ნახვა
საზოგადოება
საქართველოს უმეტეს ტერიტორიაზე 14-15 აპრილს ნალექია მოსალოდნელი
საქართველოს უმეტეს ტერიტორიაზე 14-15 აპრილს ნალექია მოსალოდნელი. გარემოს ეროვნული სააგენტოს ინფორმაციით, დღეს დედაქალაქ თბილისში იწვიმებს, ჰაერი +13 გრადუსამდე გათბება. 15 აპრილს უმეტესად უნალექო ამინდსა და +17 გრადუს სითბოს პროგნოზირებენ, 16 აპრილს შესაძლებელია ხანმოკლე წვიმა ელჭექით, 17 აპრილს უმეტესად უნალექო ამინდი და +22 გრადუსი სითბო იქნება. აღმოსავლეთ საქართველოს ბარში დღეს +22 გრადუსი სითბო იქნება, თუმცა იწვიმებს, ზოგან ძლიერად, 15 აპრილს ზოგიერთ რაიონში ხანმოკლე წვიმაა მოსალოდნელი ელჭექით, 16 აპრილს 17 გრადუსი და ზოგან ხანმოკლე წვიმა იქნება, 17 აპრილს ჰაერი +23 გრადუსამდე გათბება, თუმცა ზოგან იწვიმებს. 17 აპრილის ჩათვლით, ასევე ნალექიანი ამინდებია ნავარაუდევი აღმოსავლეთ საქართველოს მთიან რაიონებშიც. რაც შეეხება აღმოსავლეთ საქართველოს მაღალმთიან რაიონებს, 17 აპრილის ჩათვლით თოვლჭყაპია მოსალოდნელი. დასავლეთ საქართველოს ბარში დღეს და ხვალ იწვიმებს, 16-17 აპრილს კი უნალექო ამინდს პროგნოზირებენ, ჰაერი +26 გრადუსამდე გათბება. ასეთივე ამინდია მოსალოდნელი დასავლეთ საქართველოს მთიან რაიონებშიც.
|
რედაქტორის რჩევით
რატომ უნდა ივანიშვილი-კობახიძის დუეტს მოსახლეობის უფრო მეტად გაღატაკება
რატომ იყენებს სიტყვა „რეჟიმს“ კრიტიკული მედია და როგორ ებრძვის ივანიშვილის ხელისუფლება ტერმინებს
ომი უკრაინაში
ზელენსკიმ კიევში დარტყმის ადგილები მოინახულა
რუსეთმა უკრაინის მიმართულებით 600 დრონი და 90 რაკეტა გაუშვა, მათ შორის „ორეშნიკი“
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
თბილისში ტრამპ თაუერის აშენება ივანიშვილის შვილის ნაწილობრივ საკუთრებაში არსებულ მიწაზე იგეგმება
დღის თემა
|


ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან



epn.ge (@expressnews.ge)