21:27 - 18 Aug, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2017-04-13 21:24:25, 2585 ნახვა

პოლიტიკა კომენტარი
მდინარაძე ენმ-ს გადაწყვეტილებაზე: სასაცილოა კომისიის დატოვება, რადგან მან პრაქტიკულად დაასრულა მუშაობა

საპარლამენტო უმრავლესობის წევრის მამუკა მდინარაძის შეფასებით, "ნაციონალური მოძრაობის" გადაწყვეტილება, საკონსტიტუციო კომისიის დატოვებასთან დაკავშირებით, სასაცილოა. 

როგორც მდინარაძემ ჟურნალისტებს განუცხადა, პარტია პოლიტიკური ქულების დაწერას ცდილობს. 

„ახლა, ამ ეტაპზე ნამდვილად სასაცილოა საკონსტიტუციო კომისიის დატოვება, რადგან კომისიამ პრაქტიკულად დაასრულა მუშაობა. ლეგიტიმაციაზე და მსგავს საკითხებზე საუბარი არის მხოლოდ პოლიტიკური ქულების დაწერის მცდელობა. გარდა ამისა, როგორც ჩანს, მათ კომპეტენციის პრობლემებიც აქვთ, რადგან თუ კითხავთ, რა საკითხები დააყენეს და არ გაითვალისწინა კომისიამ, მათ ამაზე პასუხი ვერ ექნებათ“, - განაცხადა მამუკა მდინარაძემ. 

ცნობისთვის, „ერთიანმა ნაციონალური მოძრაობამ“ საკონსტიტუციო კომისია დატოვა.





ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან


სოციალური ქსელები
„ყველა, ვისაც შეუძლია, ცდილობს თავისი ფულის გატანოს“ - რუსი მილიარდერები კაპიტალის გადარჩენას ცდილობენ
ღარიბაშვილი: წერილი გამომიგზავნა მამუკა მდინარაძემ
ირაკლი ღარიბაშვილი საპატიმროდან დაპირებულ წერილს ავრცელებს
"მცირე ბიზნესის ჯაჭვი" რეგიონებში ფართოვდება - პროექტს აჭარის ბიზნესებიც შეუერთდნენ
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics